
კვიპროსული კლუბის, "აპოლონის" ოფიციალური საიტი იუწყება, რომ მათ რიგებს 25 წლის ქართველი ნახევარმცველი გიორგი პაპუნაშვილი შეუერთდა.
ფეხბურთელი რამდენიმე დღეში ჩაფრინდება კვიპროსში, სამედიცინო შემოწმებას გაივლის და ხელს 18-თვიან ხელშეკრულებას მოაწერს.
შეგახსენებთ, რომ პაპუნაშვილი 2017 წლიდან ესპანური "სარაგოსას" წევრი იყო, გასულ სეზონში კი იჯარით თამაში სანტანდერის "რასინგშიც" მოასწრო.
რაც შეეხება "აპოლონს", კლუბი კვიპროსის ჩემპიონატის ლიდერია და 2021 წლის 3 იანვარს ქართველების "ანორთოსისს" მიიღებს.
ბავშვთა მწვრთნელები არიან გადასამზადებლები ათლეტები ჭირდება დღევანდელ ფეხბურთს რით ვერ გაიგეთ ქეცბასი არ იყოს