ზამთრის თასი 2019-ზე სათამაშოდ თბილისში იტალიის ნაკრების ყოფილი მცველი მარკო მატერაცი ჩამოვიდა.
ტურნირის მატჩები ოლიმპიურ სასახლეში 13 იანვარს 13:00 სათიდან დაიწყება. დასწრება თავისუფალია.
ოლიმპიურ სასახლეში მისულ პირველ 500 ადამიანს საჩუქრად საქართველო-შვეიცარიის შეხვედრაზე დასასწრები 2-2 ბილეთი გადაეცემა.
15:30 საათზე საქართველო-ფიფას ლეგენდების მატჩის დაწყებამდე ვარსკვლავები ტრიბუნებზე ბურთებს გადაყრიან, რომლებსაც საჩუქრები მოჰყვება.