იტალიის ნაკრების ექსმცველმა მარკო მატერაციმ 2006 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში ზინედინ ზიდანთან მომხდარი კონფლიქტი გაიხსენა.
"ყველამ იცის რაც ჩემსა და ზიდანს შორის მაშინ მოხდა, რა ვუთხარი, რა მითხრა და ა.შ.
ვიცი, იბრაჰიმოვიჩმა თქვა რომ ზიდანმა მე მსოფლიოში ცნობადი გამხადა და მისი თავურის გარეშე იმ მცველად დავრჩებოდი, რომელსაც მხოლოდ იტალიაში იცნობენ.
მაგრამ, არ მადარდებს ის რას ამბობს. მე იმან გამომიყვანა წყობიდან, რომ ზიდანს მხარი არა მხოლოდ ფრანგებმა, არამედ ჩემმა თანამემამულეებმა, იტალიელებმა დაუჭირეს. მთელი იტალია მე მაგინებდა არა და იმ მიწას უნდა
ჰკოცნიდნენ, რომელსაც ვთელავდი.
მე ფინალში უმნიშვნელოვანესი გოლი შევაგდე და თამაშს მათი ლიდერი გამოვთიშე. მადლიერების ნაცვლად, მხოლოდ კრიტიკა მივიღე,"- თქვა მატერაციმ.
მომზადებულია იუთუბ არხი "Nevidaanni Futbol-ის" მიხედვით