ლევან კობიაშვილმა კანდიდატურა დაარეგისტრირა - ორმაგად უფრო მოტივირებული ვარ

AutoSharing Option
დღეს, 18 იანვარს ლევან კობიაშვილმა ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტობის არჩევნებზე კანდიდატურა დაარეგისტრირა.

ფედერაციის მოქმედი პრეზიდენტი ერთადერთია, ვისაც აქამდე აქვს კანდიდატურა წარმოდგენილი. ის 30 დელეგატიდან 27-მა წარადგინა.

განაცხადების მიღება 21 იანვრამდე გრძელდება და არჩევნები 15 თებერვალს გაიმართება.

განაცხადის დარეგისტრირების შემდეგ ლევან კობიაშვილმა ჟურნალისტებთან ისაუბრა:

"ორმაგად უფრო მოტივირებული ვარ, ვიდრე ეს პირველ არჩევნებზე იყო. მაშინ სულ სხვა რეალობა იყო და ახლა სულ სხვაა. ჩემთვის პირველ რიგში პატივია და უდიდესი პასუხისმგებლობა. რასაკვირველია, ამავდროულად, დიდი გამოწვევაა და მინდა განსაკუთრებით მადლობა გადავუხადო ყველა იმ წარმდგენს, რომლებმაც
კიდევ ერთხელ მხარი დამიჭირეს.

დარწმუნებული ვარ, მე იმ ადამიანებთან, იმ გუნდთან და საფეხბურთო სამყაროსთან ერთად ბევრ საინტერესო პროექტს შევთავაზებ და განვახორციელებ. ეს კი საერთო ინტერესია და ჩვენ უნდა წარმოვაჩინოთ ქართული ფეხბურთი. განსაკუთრებულია ჩემთვის, როცა ასეთი მხარდაჭერა მაქვს და ბუნებრივია, ამ პასუხისმგებლობას ვგრძნობ.

როგორც წესი, არსებობს 4-წლიანი ციკლი, არჩევნები კი საარჩევნო წელიწადს ინიშნება სხვადასხვა პერიოდში, ეს მიღებული ფორმაა სხვადასხვა ქვეყნისთვის. რასაკვირველია, ეს ჩვენთანაც ხდება, იანვარშიც ყოფილა არჩევნები და წლის ბოლოსაც.

ამ თემაზე რაიმე სახის კითხვის ნიშანი ჩემთვის არ არის. ბუნებრივია, ჩვენთვის პირველ რიგში მთავარი იყო, დანიშნულიყო იმ დროს, სანამ დაიწყებოდა ჩემპიონატი ან სანაკრებო ციკლი, რათა ნებისმიერ ხელმძღვანელს ჰქონოდა დრო, თავისი იდეები განეხორციელებინა.

ასევე მეორე ფაქტორია, რომ 15 თებერვალი არის ფეხბურთის ფედერაციის დაარსების დღე, პირველი ყრილობა ზუსტად ამ დღეს ჩატარდა".

altლევან კობიაშვილი სფფ-ის საპრეზიდენტო კანდიდატად დღეს დარეგისტრირდება

მკითხველის კომენტარები / 5 /
მიუხედავად იმისა რომ მისი პოლიტიკურობა არ მომწონს ფეხბურთის ფედერაციაში უალრტენატივოა არცერთ პრეზიდენტს არ გაუკეთებია ამდენი კომბიაშვილს მხოლოდ პირადი ინტერესების გამო თუ დაკნინებს ვიმე თორე მართლა მაგარი კაცია
lasha
14:10 18-01-2019
5
პრეზიდენტად ლევანი მეორე ვადით აუცილებლად უნდა აირჩიონ.არის სასიკეთო ძვრები და თვითონვე უნდა განაგრძოს.პარლამენტიდან გამოსვლა კი აუცილებელია.იქაურ ინტრიგებში ჩაბმა დიდ დროსაც წაართმევს და ენერგიასაც.საერთოდ არ უნდა იყვნენ იქ სპორტსმენები და არტისტები.მომდევნო წლებში იმდენად საპასუხისმგებლო თამაშები გველის,რომ ფედერაციის დღევანდელმა ხელმძღანელობამვე უნდა განაგრძოს.ცოდვა გამხელილი სჯობს და....საქმიანობის საწყის ეტაპზე მისი მუშაობით პირადად მე უკმაყოფილო ვიყავი მიუხედავად იმისა,რომ პირველ არჩევნებზე ლევანის არჩევას აქტიურად ვლობირებდი.ასეა თუ ისე-ლევან კობიაშვილი [ არადეპუტატი ] აუცილებლად უნდა ავირჩიოთ.
გიორგი ჯანიკაშვილი
14:13 18-01-2019
7

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული