ფედერაციის მოქმედი პრეზიდენტი ერთადერთია, ვისაც აქამდე აქვს კანდიდატურა წარმოდგენილი. ის 30 დელეგატიდან 27-მა წარადგინა.
განაცხადების მიღება 21 იანვრამდე გრძელდება და არჩევნები 15 თებერვალს გაიმართება.
განაცხადის დარეგისტრირების შემდეგ ლევან კობიაშვილმა ჟურნალისტებთან ისაუბრა:
"ორმაგად უფრო მოტივირებული ვარ, ვიდრე ეს პირველ არჩევნებზე იყო. მაშინ სულ სხვა რეალობა იყო და ახლა სულ სხვაა. ჩემთვის პირველ რიგში პატივია და უდიდესი პასუხისმგებლობა. რასაკვირველია, ამავდროულად, დიდი გამოწვევაა და მინდა განსაკუთრებით მადლობა გადავუხადო ყველა იმ წარმდგენს, რომლებმაც
დარწმუნებული ვარ, მე იმ ადამიანებთან, იმ გუნდთან და საფეხბურთო სამყაროსთან ერთად ბევრ საინტერესო პროექტს შევთავაზებ და განვახორციელებ. ეს კი საერთო ინტერესია და ჩვენ უნდა წარმოვაჩინოთ ქართული ფეხბურთი. განსაკუთრებულია ჩემთვის, როცა ასეთი მხარდაჭერა მაქვს და ბუნებრივია, ამ პასუხისმგებლობას ვგრძნობ.
როგორც წესი, არსებობს 4-წლიანი ციკლი, არჩევნები კი საარჩევნო წელიწადს ინიშნება სხვადასხვა პერიოდში, ეს მიღებული ფორმაა სხვადასხვა ქვეყნისთვის. რასაკვირველია, ეს ჩვენთანაც ხდება, იანვარშიც ყოფილა არჩევნები და წლის ბოლოსაც.
ამ თემაზე რაიმე სახის კითხვის ნიშანი ჩემთვის არ არის. ბუნებრივია, ჩვენთვის პირველ რიგში მთავარი იყო, დანიშნულიყო იმ დროს, სანამ დაიწყებოდა ჩემპიონატი ან სანაკრებო ციკლი, რათა ნებისმიერ ხელმძღვანელს ჰქონოდა დრო, თავისი იდეები განეხორციელებინა.
ასევე მეორე ფაქტორია, რომ 15 თებერვალი არის ფეხბურთის ფედერაციის დაარსების დღე, პირველი ყრილობა ზუსტად ამ დღეს ჩატარდა".
ლევან კობიაშვილი სფფ-ის საპრეზიდენტო კანდიდატად დღეს დარეგისტრირდება