თურქეთში გამგზავრებამდე თბილისის "დინამო" "თელავს" დაუზავდა

AutoSharing Option
დინამო თბილისი ზამთრის შეკრებას ანტალიაში 24 იანვრიდან დაიწყებს. საწვრთნელი შეკრების განმავლობაში, რომელიც ერთი თვე გაგრძელდება ჩვენი გუნდი 7 სპარინგ მატჩს ჩაატარებს.

28 იანვარს დედაქალაქელები პლოვდივის ლოკომოტივს (ბულგარეთი) შეხვდებიან. 1 თებერვალს დინამოს მეტოქეობას სერბული სპარტაკ სუბოტიჩა გაუწევს. 5 თებერვალს თბილისელები ბოსნიურ შიროკი ბრიეგს ეთამაშებიან. 11 თებერვალს სლოვენიურ მარიბორთან მოვსინჯავთ ძალებს. 15 თებერვალს ჩვენი გუნდის მეტოქე ლატვიური ლიეპაია იქნება. 19 თებერვალს ლუგანსკის ზორიას (უკრაინა) შევხვდებით და დასკვნითი მატჩი 23 თებერვალს დინამო ბრესტთან (ბელარუსი) ჩატარდება.

თურქეთში გამგზავრებამდე თბილისელებმა დღეს, დიღმის ბაზაზე სპარინგ მატჩი
საფეხბურთო კლუბ თელავთან გამართეს და 1:1 დაუზავდნენ მეტოქეს. ანგარიში მეორე ტაიმის დებიუტში დინამოს ესპანელმა ახალწვეულმა ფრან კარბიამ გახსნა, რასაც ცოტახანში სტუმართა გოლიც მოჰყვა. საბოლოოდ სათამაშო უპირატესობის მიუხედავად (დინამოელებმა რამდენჯერმე მეტოქის ხარიხაც შეაზანზარეს) ანგარიში აღარ შეცვლილა.

მომზადებულია თბილისის "დინამოს" ვებ-გვერდის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 1 /
დასაწყისი მაგარია :))
Grisha
01:06 21-01-2019
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული