24 იანვარს, თურქულ შეკრებაზე მყოფმა "საბურთალომ" პირველ ამხანაგურ მატჩში რუმინეთის "ვიტორულს" 2:1 სძლია.
ანგარიში 43-ე წუთზე ლეცამ გახსნა, 45+3-ე წუთზე დიასამიძემ საპასუხო გოლი გაიტანა და პირველი ტაიმი 1:1 დასრულდა. გამარჯვების გოლი კი ჩაბრაძემ 81-ე წუთზე გაიტანა.
საბურთალო (სასტარტო შემადგენლობა): მიგინეიშვილი, ლაკვეხელიანი, მარგველაშვილი, ჯინჯოლავა, მალი, გორგიაშვილი, დიასამიძე, ალთუნაშვილი, შინდაგორიძე, ვაგნერი, დვალიშვილი
მეორე ტაიმში შეცვლაზე შევიდნენ: კაკუბავა, ჩაბრაძე, ელვინ ტერა, გი, გვარაძე, გულიაშვილი, კოხრეიძე, გოშთელიანი
"საბურთალო" თურქულ შეკრებაზე კიდევ ორ საკონტროლო შეხვედრას ჩაატარებს.