ე.წ. აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის ნაკრებები არაღიარებულ ქვეყანათა ევროპის ჩემპიონატზე იასპარეზებენ

AutoSharing Option
არაღიარებულ სახელმწიფოთა ფედერაცია Conifa-მ 2019 წლის ევროპის ჩემპიონატის კენჭისყრის შედეგები გამოაქვეყნა.

ტურნირში მონაწილეობას საქართველოს ოკუპირებული რეგიონების ე.წ. ეროვნული ნაკრებებიც იღებენ.

აფხაზეთის ნაკრები მეორე ჯგუფშია, სამხრეთ ოსეთის ნაკრები კი - მეოთხეში.

ნაკრებები ოთხ სამგუნდიან ჯგუფშია გადანაწილებული:

პირველი ჯგუფი: მთიანი ყარაბაღი, ლაპლანდია, ლუგანსკის რესპუბლიკა.

მეორე ჯგუფი: აფხაზეთი, ნიცის საგრაფო, ჩამერია.

მესამე ჯგუფი: პადანია, დონეცკის სახალხო რესპუბლიკა, სარდინია.

მეოთხე ჯგუფი: სეკეის მხარე, დასავლეთი სომხეთი, სამხრეთი ოსეთი.
მკითხველის კომენტარები / 9 /
მოგიკვდათ ორგანიზატორი!!!!
ნიკოლა
18:20 28-01-2019
0
აი ლაპლანდია სარდინია მგონია ფინალი რა:)))
0

სიახლეები პოპულარული