ლაზარ მარინი: საქართველოდან ბევრი კარგი მოგონება და დაუვიწყარი ემოციები მიმაქვს

AutoSharing Option
ბულგარელმა ლეგიონერმა ლაზარ მარინმა ქუთაისის "ტორპედო" დატოვა და იმერულმა კლუბმა თავისი ფეისბუქით ფეხბურთელის გამოსამშვიდობებელი წერილი გამოაქვეყნა.

"მინდა, კლუბს მადლობა გადავუხადო კარგი მიღებისთვის. "ტორპედოს" ხელმძღვანელობა მენდო და განვითარების საშუალება მომცა.

მადლობა ჩემს გუნდელებს, რომლებმაც, ენის ბარიერის მიუხედავად, ჩემთან მაინც გამონახეს საერთო ენა, რის ხარჯზეც ადაპტაცია მალე გავიარე. მადლობა სამწვრთნელო შტაბს ნდობისთვის.

სამწუხაროდ, ჩემი ქართული კარიერა ხანმოკლე გამოდგა, მაგრამ საქართველოდან ბევრი კარგი მოგონება და დაუვიწყარი ემოციები მიმაქვს.

ბედნიერი ვარ, რომ "ტორპედოში" ვითამაშე. მიხარია, რომ გაგიცანით... მიხარია, რომ ასეთი ფანებისთვის ვითამაშე... საქართველოში აუცილებლად
ჩამოვალ და იმედი მაქვს, ერთმანეთს კიდევ შევხვდებით!"

მკითხველის კომენტარები / 1 /
ტორპედო დაიშალა საერთოდ თუ რა ჯანდაბა ჭირთ??!
0
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული