31 იანვარს, საქართველოს ფუტსალის ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მეორე მატჩში ისრაელი 7:0 გაანადგურა.
საქართველოს ნაკრებმა პირველივე ტაიმში გადაწყვიტა შეხვედრის ბედი, რომელიც 5:0 მოიგო.
მეორე ტაიმში მწვრთნელმა ავთანდილ ასათიანმა შემადგენლობაში ცვლილებები განახორციელა და ჩვენმა გუნდმა ანგარიშის გაზრდა მოახერხა.
შეგახსენებთ, პირველ ტურში საქართველოს ნაკრებმა გერმანია 5:1 დაამარცხა.
საქართველოს ნაკრებმა 6 ქულა დააგროვა, შემდეგ ეტაპზე გასვლა გაინაღდა და 2 თებერვალს, ჯგუფში უკანასკნელ მატჩში დანიას შეხვდება.
მეორე ეტაპის მატჩები ოქტომბერში პოლონეთში ჩატარდება.
საქართველო - ისრაელი 7:0 (5:0)
თბილისი. ოლიმპიური სასახლე
საქართველო: კუპატაძე, რონინიო, სიმი საიოტი, თალესი, სებისკვერაძე
სათადარიგო შემადგენლობა: ბუკია, თოფურია, კეკელია, თოდუა, ჯვარაშვილი, ფუმასა, ზედელაშვილი, კურტანიძე, ნიყვაშვილი
სათადარიგო შემადგენლობა: ბუკია, თოფურია, კეკელია, თოდუა, ჯვარაშვილი, ფუმასა, ზედელაშვილი, კურტანიძე, ნიყვაშვილი
გოლები: 1:0 თალესი, 2:0 თოფურია, 3:0 თალესი, 4:0 ფუმასა, 5:0 თალესი, 6:0 ნიყვაშვილი, 7:0 ჯვარაშვილი