"საბურთალო" პირველი შეკრების ბოლო მატჩში "რაბოტნიჩკისთან" დამარცხდა

AutoSharing Option
თბილისის “საბურთალომ” დღეს მეორე ამხანაგური მატჩი მაკედონიის “რაბოტნიჩკთან” გამართა და 1:2 დამარცხდა. სამივე გოლი საწყის წუთებზე გავიდა – ჯერ გიორგი კოხრეიძემ დააწინაურა თავისიანები, შემდეგ კი მაკედონიელებმა მალევე გაათანაბრეს. მე-15 წუთზე “რაბოტნიჩკის” ფეხბურთელებმა წინ გასვლაც მოახერხეს.

მეორე ნახევარში ორივე გუნდს ჰქონდა გატანის შანსი – ორჯერ გურამ გოშთელიანს მიეცა გათანაბრების შესაძლებლობა, მაგრამ მეკარემ არ გაატანინა. ერთ-ერთ ეპიზოდში კი უკვე ომარ მიგინეიშვილმა მოახერხა თერთმეტმეტრიანის მოგერიება.

ამ თამაშის მერე საბურთალოელებმა პირველი შეკრება დაასრულეს. მეორე შეკრებას თბილისელები 6-19 თებერვლის ჩათვლით კვლავ სიდეში გაივლიან.

საბურთალო: მიგინეიშვილი,
ჩაბრაძე, ცნობილაძე, ლაკვეხელიანი, გორგიაშვილი, ალთუნაშვილი, დიასამიძე, გოშთელიანი, კოხრეიძე, დვალიშვილი

ცვლილებაზე შევიდნენ: მეგრელიშვილი, ბ. ხარაიშვილი, გულიაშვილი

მომზადებულია Fcsaburtalo.ge-ს მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული