პირველი არხი: ნუკრი რევიშვილმა 31 წლის ასაკში კარიერა დაასრულა

AutoSharing Option
ნუკრი რევიშვილმა კარიერა დაასრულა. ამის თაობაზე საქართველოს ნაკრების ყოფილმა მეკარემ "პირველ არხთან" განაცხადა.

31 წლის ნუკრი რევიშვილი საქართველოს ყველა ასაკობრივი ნაკრების წევრი იყო. ეროვნულ გუნდში მისი დებიუტი 2005 წლის 8 ოქტომბერს შედგა. მას შემდეგ მან "ჯვაროსნების" მაისური 33 შეხვედრაში მოირგო.

კარიერის განმავლობაში მან მოიგო რუსეთის პრემიერლიგა, მალტის ჩემპიონატი და თასი.

რევიშვილი თავის დროზე თამაშობდა ქუთაისის "ტორპედოში", ყაზანის "რუბინში", მახაჭყალის "ანჟიში", "კრასნოდარში", გორის "დილაში", "ვალეტაში", "ტოსნოში", "მორდოვიაში", თბილისის "დინამოში", "დაჩიაში". მისი ბოლო კლუბი კი "რუსთავი" იყო.
მკითხველის კომენტარები / 10 /
უნდა გავუგოტ ნუკრის და მადლობა ვუტხრატ ყველაპრისტვის. მადლობა რევო!
ave
06 თებერვალი 2019 02:28
0
მაგარი კაცი და პიროვნება, უმაგრესი მშობლების შვილი და უმაგრესი ხალხის შვილისშვილი
Irakli Apkhaidze
06 თებერვალი 2019 01:48
0
ძალიან დიდი იმედი მქონდა, რომ იპოვიდა თავის თავში ძალას და მოედანს დაუბრუნდებოდა
მე პირადად ყოველთვის მერჩივნა ლორიას
George
06 თებერვალი 2019 01:47
1
დიდი ტრაგედია დაატყდა თავს ნუკრის. ეტყობა ვეღარ შეძლებდა თამაშს. ძალიან კარგი მეკარეა, კიდევ გამოადგებოდა ნაკრებს.
მერაბი
05 თებერვალი 2019 22:52
0
სხვა რა პრობლემა უნდა იყოს თუ არა ის რაც მოუვიდა მის ოჯახს...იმხელა უბედურება დაატყდა თავს რო არ ეფეხბურთება მართლა ნუკრის... არადა ნაღდად ნაკრების პირველი ნომერი იყო, ათასჯერ სჯობდა ლორიას ...
KAXAKAXI
05 თებერვალი 2019 22:20
1
ერთი შვილი რომ მოგიკვდება მერე რომელ კარიერაზეა ლაპარაკი ან მის გაგრძელებაზე როგორი პროფესიონალიც არ უნდა იყო
პაკო
05 თებერვალი 2019 19:49
0
გარკვეული დრო რომ არ ითამაშოს გასაგებია, მაგრამ საერთოდ მიატოვოს მაინც მეტისმეტია. გლოვის დროსაც ოჯახს შემოსავალი სჭირდება და მეკარეობის გარდა სხვა პროფესია არა აქვს, იშიმშილონ? კარგი იქნებოდა გაეგრძელებინა, მგონი ვარჯიშისთვის არცერთი გუნდი არ ეტყოდა უარს.
emigranti
06 თებერვალი 2019 01:56
1
და მიზეზი??? არ იყო ცუდი მეკარე, თან მეკარესთვის ეს ასაკი არაფერია, კარიერის პიკია ჯერ კიდევ.. კარგი იქნება მიზეზს თუ გაარკვევენ..
ზურა
05 თებერვალი 2019 18:11
23
ნუკრი რევიშვილმა გადაიტანა დიდი პირადი ტრაგედია. არ ეფეხბურთება მას.
ზეკო
05 თებერვალი 2019 19:58
0
შვილი გარდაეცვალა და იმის შემდეგ აღარც უთამაშია :/
ზურას
05 თებერვალი 2019 19:49
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული