თბილისელებმა რამდენიმე ამხანაგური მატჩი გამართეს და ბოლოს შვედურ "ესკილსტუნასთან" ფრედ, 1:1 ითამაშეს.
"საბურთალოს" მთავარმა მწვრთნელმა გიორგი ჭიაბრიშვილმა შეკრების შესახებ ისაუბრა.
"შვედებთან თამაში რთული გამოვიდა, იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ ფიზიკურად მაქსიმალური დატვირთვებით შევხვდით ამ თამაშს. ორჯერადი - ძირითადად, ფიზიკური კონდიციების აღსადგენი ვარჯიშები გვქონდა და გუნდი იყო დაღლილი ამ თამაშისთვის, მაგრამ მაინც დადებითი, რაც შეიძლება ითქვას - გვქონდა მომენტები, ეპიზოდური კარგი კომბინაციები. მთლიანობაში მაინც ჩანდა, რომ დაღლილები ვიყავით.
მეორე შეკრება ისე მიდის, როგორც დაგეგმილი
ბოსნიის ჩემპიონ "სარაევოსთან" გვაქვს 12-ში თამაში. კარგი გუნდი ჩანს, ესეც ჩვენთვის ტესტ-მატჩია. მნიშვნელოვანი არ არის მოგება-წაგება, მთავარია, ამ დატვირთვების ფონზე როგორ შევძლებთ კიდევ რაღაც პატარ-პატარა დეტალები გამოვასწოროთ", - განაცხადა გიორგი ჭიაბრიშვილმა.
"საბურთალო" საქართველოს სუპერთასზე თასის მფლობელ "ტორპედოს" გორში 24 დეკემბერს შეხვდება.