ბათუმში სტადიონის მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს [VIDEO+PHOTO]

AutoSharing Option
Sportall.ge ბათუმს ეწვია, სადაც სტადიონის მშენებლობის პროცესი დაათვალიერა.

სტადიონი UEFA-ს IV კატეგორიის სტანდარტებით შენდება და ის 20 000 მაყურებელზე იქნება გათვლილი.

სამუშაოებზე 400 ადამიანია დასაქმებული და ეს რაოდენობა, კომპანიის განცხადებით, 500-მდე გაიზრდება.

სტადიონი არქიტექტურული მემბრანით იქნება გადახურული. მაყურებელთა გადაადგილება დამცავი ბარიერებისა და მიმმართველი გამყოფი ლითონის მოაჯირების საშუალებით მოხდება.

სტადიონს რამდენიმე შესასვლელი ექნება: მედიის, ავტობუსების, სპორტსმენების და VIP. ტერიტორიაზე დაახლოებით 1200 მანქანაზე გათვლილი პარკინგი მოეწყობა. 

ხელშეკრულების მიხედვით, სტადიონის სამშენებლო სამუშაოები 34 თვეში, 2020 წლის სექტემბერში დასრულდება.

სამშენებლო პროცესი დასკვნით ეტაპზეა. სახურავის
ლითონის კონსტრუქციების მონტაჟი და გადახურვა არქიტექტურული მემბრანით მიმდინარეობს. გარდა ამისა, ხორციელდება ტრიბუნების მოწყობა და შიდა საინჟინრო სამუშაოები.

Sportall.Ge

მარიკო კეკელიძე სპეციალურად Sportall.ge-სთვის

altბათუმის "დინამომ" ახალწვეულები წარადგინა და ქობულეთის "შუქურა" გაანადგურა [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 7 /
მთავარია ხარისხი, ობიექტის დროზე ადრე ჩაბარება არც ისე მნიშვნელოვანი მგონია. ცოტა მეტი ტევადობა რომ ჰქონდეს, ევროპალიგის ფინალის მასპინძლობაზეც გვექნებოდა პრეტენზია. ძალიან ლამაზი კი გამოდის!
მერაბი
27 აპრილი 2019 00:23
0
საბედნიეროდ, მგონი მართლაც შენდება. არ დავეძებ... ოღონდ აშენდეს და 2020 წლის გაზაფხულზე გაიხსნას...
tngh
26 აპრილი 2019 15:15
0
მადლობა ჟურნალისტებს, რომ ასე აქტიურად აშუქებთ ამ ლამაზი და სანატრელი სტადიონის მშენებლობას.
გიზოგ
13 თებერვალი 2019 17:01
0
როგორც იქნა ეღირსება ბათუმს სტადიონი, თუმცა იმედია რუსეთის დროშის ფერების სკამებით არ "მორთავენ" სტადიონს
ზურა
13 თებერვალი 2019 15:03
2
ძალიანც კარგი ბათუმს სჭირდებოდა სტადიონი და გვექნება მალე ნაკრებიც ითამაშებს აქ
irakli
13 თებერვალი 2019 14:00
0
მადლობა!!! როგორც იქნა "კაფსულების" უსასრულოდ ჩაყრა დამთავრდა და საქმე დაიწყო...
tngh
13 თებერვალი 2019 13:54
0
მადლობა!!! როგორც იქნა "კაფსულების" უსასრულოდ ჩაყრა დამთავრდა და საქმე დაიწყო...
tngh
13 თებერვალი 2019 13:52
0

სიახლეები პოპულარული