ბათუმში სტადიონის მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს [VIDEO+PHOTO]

AutoSharing Option
Sportall.ge ბათუმს ეწვია, სადაც სტადიონის მშენებლობის პროცესი დაათვალიერა.

სტადიონი UEFA-ს IV კატეგორიის სტანდარტებით შენდება და ის 20 000 მაყურებელზე იქნება გათვლილი.

სამუშაოებზე 400 ადამიანია დასაქმებული და ეს რაოდენობა, კომპანიის განცხადებით, 500-მდე გაიზრდება.

სტადიონი არქიტექტურული მემბრანით იქნება გადახურული. მაყურებელთა გადაადგილება დამცავი ბარიერებისა და მიმმართველი გამყოფი ლითონის მოაჯირების საშუალებით მოხდება.

სტადიონს რამდენიმე შესასვლელი ექნება: მედიის, ავტობუსების, სპორტსმენების და VIP. ტერიტორიაზე დაახლოებით 1200 მანქანაზე გათვლილი პარკინგი მოეწყობა. 

ხელშეკრულების მიხედვით, სტადიონის სამშენებლო სამუშაოები 34 თვეში, 2020 წლის სექტემბერში დასრულდება.

სამშენებლო პროცესი დასკვნით ეტაპზეა. სახურავის
ლითონის კონსტრუქციების მონტაჟი და გადახურვა არქიტექტურული მემბრანით მიმდინარეობს. გარდა ამისა, ხორციელდება ტრიბუნების მოწყობა და შიდა საინჟინრო სამუშაოები.

Sportall.Ge

მარიკო კეკელიძე სპეციალურად Sportall.ge-სთვის

altბათუმის "დინამომ" ახალწვეულები წარადგინა და ქობულეთის "შუქურა" გაანადგურა [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 7 /
მთავარია ხარისხი, ობიექტის დროზე ადრე ჩაბარება არც ისე მნიშვნელოვანი მგონია. ცოტა მეტი ტევადობა რომ ჰქონდეს, ევროპალიგის ფინალის მასპინძლობაზეც გვექნებოდა პრეტენზია. ძალიან ლამაზი კი გამოდის!
მერაბი
00:23 27-04-2019
0
საბედნიეროდ, მგონი მართლაც შენდება. არ დავეძებ... ოღონდ აშენდეს და 2020 წლის გაზაფხულზე გაიხსნას...
tngh
15:15 26-04-2019
0

სიახლეები პოპულარული