ლევან კობიაშვილი ფედერაციას 4 წლის ვადით გაუძღვება. ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ყრილობაზე მისი პირველი საპრეზიდენტო ვადის ანგარიში წარადგინა და მომავალ გეგმებზე ისაუბრა.
ყრილობაზე ამავდროულად მოხდა ფეხბურთის ფედერაციის აღმსკომის არჩევა. საქართველოს სამოყვარულო ფეხბურთის ასოციაცია კი ფედერაციის ასოცირებული წევრი გახდა. ასევე, 2019 წლის ბიუჯეტი და მართვის საკონსტიტუციო ჯგუფი დამტკიცდა.
საპრეზიდენტო კანდიდატების რეგისტრაციის ვადა 21 იანვარს ამოიწურა. რეგისტრირებული მხოლოდ ერთი კანდიდატი იყო - საქართველოს ფეხბურთის
ფეხბურთის ფედერაციის ყრილობას უეფასა და ფიფას წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ. მათ შორის იყოს უეფას ვიცე-პრეზიდენტი მიშელ უვა, რომელმაც დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა და ქართული ფეხბურთის განვითარებაზე ისაუბრა.
29-ე საარჩევნო ყრილობა, სიმბოლურად, ფეხბურთის ფედერაციის დაარსების დღეს ჩატარდა. ქართული ფეხბურთის მმართველი ორგანოს გადაწყვეტილებით, ფეხბურთის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის პირველი გენერალური მდივანი დავით კვინიკაძე და ვიცე-პრეზიდენტი ნოდარ ანდრიაძე დაჯილდოვდნენ. ჯილდო ასევე გადაეცა ფეხბურთის ფედერაციის ერთერთ დამფუძნებელს - ზურაბ პეტრიაშვილს. ეროვნული ჩემპიონატის ისტორიის შექმნაში შეტანილი წვლილისთვის და ქართული ფეხბურთის განვითარების საქმეში მნიშვნელოვანი როლისთვის დაჯილდოვდა სპორტული ჟურნალისტი გია ტუხაშვილი.
ლევან კობიაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ამ ტრადიციას აუცილებლად გააგრძელებს და მომავალ, საიუბილეო, 30-ე წელიწადს სხვა საინტერესო ღონისძიებებითაც აღნიშნავს.
ლევან კობიაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ამ ტრადიციას აუცილებლად გააგრძელებს და მომავალ, საიუბილეო, 30-ე წელიწადს სხვა საინტერესო ღონისძიებებითაც აღნიშნავს.