კაცნაკლულმა თბილისის "ლოკომოტივმა" რუსეთის პრემიერლიგის გუნდი დაამარცხა

AutoSharing Option
ესპანურ შეკრებაზე მყოფმა თბილისის "ლოკომოტივმა" რუსეთის პრემიერლიგის "უფას" საკონტროლო მატჩში 1:0 მოუგო.

გოლი 56-ე წუთზე თეიმურაზ შონიამ გაიტანა.

75-ე წუთზე შელაპარაკებისა და ჩხუბის გამო მსაჯმა შეცვლაზე შესული ოთარ კობახიძე გააძევა და მატჩი ქართულმა გუნდმა კაცნაკლულად დაასრულა.

ლოკომოტივი: ბულისკერია (შეროზია 46), ჭანტურია, გურეშიძე, ანდრონიკაშვილი (გაბაძე 60), უბილავა (კომახიძე 60), კირკიტაძე (კობახიძე 60), შონია (ძებნიაური 70), გვალია (სამურაკასოვი 60), არდაზიშვილი (კიკაბიძე 65), ინჯგია (ჯიქია 60), სიხარულიძე (ოზბეთელაშვილი 75)

სტუმართა გუნდის ქართველი მცველი ჯიმი ტაბიძე ამ შეხვედრაში სათადარიგო იყო.

ეს შეკრებაზე "ლოკოს" მესამე
შეხვედრა იყო, აქამდე ჩინურ "ჩენგდუ ბეთერ სიტის" დაუზავდა (1:1), ესპანეთის სეგუნდა B-ს "ალკოიანოს" კი 1:0 სძლია.

23 თებერვალს "ლოკომოტივი" უზბეკეთის ოლიმპიურ ნაკრებს შეხვდება.

მკითხველის კომენტარები / 2 /
ამათმა ყ6ველაზე კარგი შედეგი აჩვენეს სხვა ქართულ გუნდებტან შედარებით
ალეკო
06:05 20-02-2019
0
ყოჩაღ ლოკომოტივი
გოგა
21:23 19-02-2019
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული