გორის "დილა" თურქული შეკრების ბოლო მატჩში "შერიფს" დაუზავდა - 1:1.
იანვარში "შერიფში" გადასულ ლეანდრო რიბეიროს, რომელიც იქამდე "დილაში" თამაშობდა, გორულმა გუნდმა ეროვნული ლიგის საუკეთესო ლეგიონერის პრიზი გადასცა.
მატჩში კი ანგარიში დებიუტში ალვის ფორტესმა გახსნა, ხოლო 83-ე წუთზე დნესტრისპირელებმა საპასუხო გოლი გაიტანეს.
დილა (სასტარტო): გუგეშაშვილი, გიორბელიძე, მირცხულავა, ნონდი, ალვინ ფორტესი, კუცია, ნონიკაშვილი, სპანდერაშვილი, ერიკს სანტოსი, გრიგალაშვილი, პაიმი
3 მარტს საქართველოს ჩემპიონატის პირველ ტურში "დილა" "ვიტ ჯორჯიას" უმასპინძლებს.