ესიენი, დეკო, არველაძე - ბაქოში "ვარსკვლავების ფინალი" გაიმართა

AutoSharing Option
2 მარტს, აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში "ვარსკვლავების ფინალი" გაიმართა, სადაც სხვა ვეტერან მოთამაშეებთან ერთად მონაწილეობა რევაზ არველაძემაც მიიღო.

მატჩი 2019 წლის ევროპა ლიგის ფინალს მიეძღვნა, რომელიც მაისში სწორედ ბაქოში გაიმართება.

შეხვედრაში მონაწილეობა იერჟი დუდეკმა, მაიკლ ესიენმა, დეკომ, ჰამიტ ალტინტოპმა, ნიჰათ კაჰვეჩმა, ანდრეი არშავინმა და ადგილობრივმა მოთამაშეებმა მიიღეს.

ვეტერანები ორ გუნდად - დასავლეთის და აღმოსავლეთის ვარსკვლავებად დაიყვნენ. მატჩი დასავლეთის გუნდის გამარჯვებით, 11:10 დასრულდა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული