გიორგი ქინქლაძე მანჩესტერში ბრუნდება - ვეტერანი ქართველი ღვინის ბარს ხსნის

AutoSharing Option
ფოტო: dailystar.co.uk

"მანჩესტერ სიტის" ლეგენდა და ვეტერანი ქართველი ფეხბურთელი გიორგი ქინქლაძე მანჩესტერში ღვინის ბარს ხსნის - ამის შესახებ ბრიტანული dailystar.co.uk-ი იუწყება.

როგორც ცნობილია, ბარს სახელად "ქინქის ღვინის ბარი" ერქმევა.

გიორგი ქინქლაძის თქმით, ქართული ღვინო მსოფლიოში საუკეთესოა და ის მანჩესტერში გადასვლას ოჯახთან ერთად აპირებს.

"ძალიან გვიხარია, რომ ეს ხდება. ქართული ღვინო მსოფლიოში საუკეთესოა. სიტყვებით ვერ გადმოვცემ, როგორ ველოდები, როდის გასინჯავს ხალხი მას. ვიმედოვნებ, ოჯახთან ერთად ინგლისში გადმოსვლას მოვახერხებ." - განაცხადა ვეტერანმა ქართველმა ფეხბურთელმა.

გიორგი ქინქლაძე "მანჩესტერ სიტის" ღირსებას 1995-98 წლებში იცავ
და და მათ რიგებში პრემიერლიგაში გამართულ 106 შეხვედრაში 20 გოლი გაიტანა.

altჯორჯი ქინქლაძის საპატივცემულოდ დაარქვეს - ქომაგებმა ქინქლაძეს ინგლისში გულმხურვალე შეხვედრა მოუწყვეს [PHOTO]

მკითხველის კომენტარები / 1 /
მხარს გიჭერთ kinky, მიაწექი გიო
ილარიონი
16:25 05-03-2019
0

სიახლეები პოპულარული