ქუთაისის "ტორპედოს" ყოფილი ფეხბურთელი და მწვრთნელი ჯემალ ხერხაძე გარდაიცვალა

AutoSharing Option
74 წლის ასაკში ქუთაისის "ტორპედოს" ლეგენდარული ფეხბურთელი ჯემალ ხერხაძე გარდაიცვალა.

ხერხაძის მთელი კარიერა "ტორპედოს" უკავშირდება. ის "ტორპედოს" საფეხბურთო სკოლის აღზრდილი იყო. 1962-დან 1976 წლის ჩათვლით, "ტორპედოს" მაისურით 337 მატჩი ჩაატარა. კარიერის დასრულების შემდეგ მწვრთნელობა გადაწყვიტა და 1977 წლიდან სამწვრთნელო კარიერა მშობლიურ კლუბში დაიწყო. ის "ტორპედოელებს" 1977-84, 1987-2000 წლებში წვრთნიდა.

1999 წლის 26 მაისს მისი ხელმძღვანელობით "ტორპედომ" საქართველოს თასი მოიგო. მაშინ ხერხაძის გუნდმა ფინალში წყალტუბოს "სამგურალი" დაამარცხა.

Sportall.ge-ს რედაქცია სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილის ოჯახის წევრებსა და ახლობლებს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული