საქართველოს 17-წლამდე გოგონათა ნაკრებმა აზერბაიჯანს მოუგო

AutoSharing Option
საქართველოს 17-წლამდე ქალთა ნაკრებმა აზერბაიჯანელ თანატოლებთან მეორე ამხანაგური შეხვედრა ანგარიშით, 2-0 მოიგო.

სფფ-ს ტექნიკური ცენტრი „ბასას“ ხელოვნურსაფარიან მოედანზე საქართველოსა და აზერბაიჯანის 17-წლამდე ქალთა ნაკრებების მატჩში, გოლები მეორე ტაიმში გავიდა. თავდაპირველად, 65-ე წუთზე, ჩვენი 17-წლამდე, გუნდის კაპიტნის ნათელა წოწერიას გატანილი გოლით დაწინაურდნენ, 1-0. მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში კი, კიდევ ერთი გოლი შეცვლაზე შემოსულმა ანი ძოძუამ გაიტანა და შეხვედრის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.ლევან ბაჯელიძე: „დღეს, პირველი თამაშისგან განსხვავებული მატჩი ვითამაშეთ. გოგონები უკეთესად მოძრაობდნენ, ჩვენს მიერ მიცემული ყველა დავალება კარგად შეასრულეს და ეს, შედეგზეც
აისახა. მართალია, დღევანდელი გამარჯვება ამხანაგური შეხვედრაში მოვიპოვეთ, მაგრამ ელიტ-რაუდის წინ, ფსიქოლოგიური თავლსაზრისით ეს, ძალიან კარგია და ნაკრებს, ძალიან წაადგება.

ელიტ-რაუნდისთვის მზადება 15 თებერვლიდან დავიწყეთ და შეკრებამ საკმაოდ ნაყოფიერად ჩაიარა. მზადების პროცესში 2 ამხანაგური შეხვერდა ბელარუსში გავმართედ და ორივეში გავიმარჯვეთ. კიდევ 2 ამხანაგური სახლში, აზერბაიჯანთან ჩავატარეთ. ჯამში, მოსამზადებელ პერიოდში, 4 კარგი სპარინგი გამოგვივიდა. 21 მარტს, უკვე ელიტ-რაუნდის პირველი ოფიციალური თამაში გვაქვს, ინგლისის წინააღმდეგ. ამ მომენტისთვის გუნდი, ასე თუ ისე, კარგ კონდიციაშია. დანარჩენი იქ გამოჩნდება. საკმაოდ ძლიერ გუნდებთან გვიწევს თამაში“.

აზერბაიჯანის 17-წლამდე ქალთა ნაკრების წინააღმდეგ, მეორე თამაშში, ლევან ბაჯელიძემ შემდეგი შემადგენლობა დააყენა: სვეტლანა გაბელაია (ლანა მჟავია 87), გვანცა ქადაგიშვილი, ანი აკობიძე (ელენე კახნიაშვილი 52), ელენე რაუხი, ნინო გურიელიძე, ნათია დანელია, მეგი ეჯიბია, ლიზი მწყერაშვილი (მაიკო ბებია 74), ანასტასია ბოლქვაძე (ქეთევან ცაავა 68), ანა წულაია (ანი ძაძუა 88), ნათელა წოწერია(მარიამ რომანჩუკი 87).

მომზადებულია GFF.GE-ს მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული