ტიბო კურტუა: პრესას ჩემი მოკვლა სურს, მაგრამ ვიცი, რომ ერთ-ერთი საუკეთესო ვარ

AutoSharing Option
ტიბო კურტუამ, რომელმაც 21 მარტს რუსეთის ნაკრებთან შეხვედრაში შეცდომა დაუშვა, რასაც დენის ჩერიშევის გოლი მოჰყვა, მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა.

მადრიდის "რეალის" მოთამაშემ ახსნა, რატომ დაუშვა შეცდომა და საკუთარ თავს მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო მეკარე უწოდა.

"ტობი ალდერვაირელდი დავინახე, მაგრამ კუთხე დაკეტილი იყო. შემდეგ პასის შუაში გაკეთება მსურდა, ეს ზონაც გადაკეტილი იყო. როდესაც გრძელი გადაცემის შესრულება გადავწყვიტე, თავდამსხმელისგან დარტყმა მივიღე და ძალა არ დამრჩა, რომ ბურთისთვის ძლიერად
დამერტყა. შეცდომა დავუშვი, თუმცა ეს მეკარის ცხოვრების ნაწილია. მთავარია, რომ სიმშვიდე შევინარჩუნე, ჩემი თამაში ვითამაშე და მოვიგე.

თავს ძალიან კარგად ვგრძნობ. ვიცი, რომ ერთ-ერთი საუკეთესო ვარ და ეს არ შეიცვლება, მიუხედავად იმისა, რომ ესპანეთში პრესას ჩემი მოკვლა სურს. კარგად ვთამაშობ, კარგად ვვარჯიშობ და ვინც მიყურებს, ამას ხვდება. კარგად ვითამაშე "აიაქსთან", "ბარსელონასთან". თუ პრესას ჩემზე შეტევა სურს, არ მაინტერესებს. როცა საუკეთესო ხარ, შენგან ან მეტს ელიან, ან არ მოსწონხარ. მე ჩემს თამაშს გავაგრძელებ", - ციტირებს ტიბო კურტუას სიტყვებს Footmercato.com-ი.

საბოლოოდ ბელგიამ რუსეთის ნაკრების დამარცხება მაინც მოახერხა (3:1) და ქვეჯგუფს ყაზახეთის ნაკრებთან ერთად ლიდერობს, რომელმაც შოტლანდია დაამარცხა (3:0).

altედენ აზარი: კურტუას შეცდომა? ეტყობა, ჩემს ვიდეოებს უყურებს [VIDEO]

alt"ბელგიელი ჯო ჰარტი" - კურტუას რუსეთთან დაშვებული შეცდომის გამო დასცინეს [VIDEO]

altEURO 2020. საკვალიფიკაციო: ბელგიამ რუსეთს მოუგო, ხორვატიამ კინაღამ აზერბაიჯანთან წააგო [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული