ბათუმის საფეხბურთო სტადიონის მშენებლობა შესაძლოა დაგეგმილზე ერთი წლით ადრე დასრულდეს

AutoSharing Option
"ჩვენი მიზანია, ბათუმის ახალ სტადიონზე არა მხოლოდ ეროვნული ჩემპიონატის თამაშები გაიმართოს, არამედ სანაკრებო თამაშები ჩატარდეს და უეფას ევროპის სუპერთასის მატჩისთვის ჩვენი კანდიდატურა შევთავაზოთ. ამის საფუძველს და იმედს სტადიონის ტევადობა და ტექნიკური მაჩვენებლები გვაძლევს", -  განაცხადა "პირველ არხთან" მირზა ბოლქვაძემ, რომელიც სტადიონის მშენებელი კომპანიის, შპს "სტადიონის" მთავარი ინჟინერია.

მისი თქმით, ბათუმის ახალი საფეხბურთო არენის მშენებლობა მაქსიმუმ 2020 წლის დასაწყისში დასრულდება.

"სამუშაოების 70 პროცენტი შესრულებულია. დაგეგმილ გრაფიკს საკმაოდ ვუსწრებთ. ობიექტი 2020 წლის ოქტომბერში უნდა ჩაგვებარებინა, თუმცა ახლანდელი გათვლით, შესაძლოა, სტადიონი 2019 წლის
ოქტომბერში ან მაქსიმუმ 2020 წლის თებერვალში გაიხსნას", - განაცხადა მირზა ბოლქვაძემ.

მისივე თქმით, ახალი სტადიონი უეფას მეოთხე კატეგორიის მოთხოვნებს დააკმაყოფილებს.

წყარო: 1tv.ge

მკითხველის კომენტარები / 9 /
ყოჩაღ რა,მაგარია,ასე ჩანს,ძალიან აღფრთოვანებული ვარ ამ ქალაქით და იმსახურებს მაღალი დონის სტადიონს.გილოცავთ ბათუმი!!!
თაზო
12:29 05-04-2019
0
მსგავსი და უკეთესი თანამედროვე სტანდარტების სტადიონები კიდევ უნდა აშენდეს და ინფრასტრუქტურა გაუმჯობესდეს, რათა განვითარდეს ფეხბურთი, რაც შემდეგ შედეგებზეც აისახება.
ლაშა
12:20 05-04-2019
0

სიახლეები პოპულარული