16 აპრილს სტარტს ვიტალი დარასელიას სახელობის მეოთხე საერთაშორისო ტურნირი აიღებს, რომელშიც მონაწილეობას 15-წლამდელთა 2 ქართული და 6 ევროპული გუნდი მიიღებს.
A ჯგუფში თბილისის "დინამო", "ვულვერჰემპტონი", "ემპოლი" და "ციურიხი" ითამაშებენ, ხოლო B ჯგუფში - საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის აკადემია, კიევის "დინამო", "ფეიენოორდი" და "ბრაგა".
ჯგუფური ეტაპის და ნახევარფინალური მატჩები "დინამოს" აკადემიის სტადიონზე გაიმართება, ფინალი კი 21 აპრილს, ბორის პაიჭაძის სახელობის "დინამო არენაზე" ჩატარდება.
16 აპრილს ერთმანეთს დაუპირისპირდებიან:
12:00 საათი. "ფეიენოორდი" - "დინამო" (კ)
14:00 საათი. "ემპოლი" - "ვულვერჰემპტონი"
16:00 საათი. სფფ - "ბრაგა"
20:00 საათი.
"დინამო" (თბ) - "ციურიხი"