ვიტალი დარასელიას თასი: თბილისის "დინამომ" "ციურიხს" უპრობლემოდ სძლია [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
16 აპრილს, ვიტალი დარასელიას სახელობის ტურნირზე, რომელშიც 15-წლამდელთა გუნდები მონაწილეობენ, თბილისის "დინამომ" პირველ ტურში 3:0 დაამარცხა "ციურიხი".

პირველ ტაიმში ანგარიში ომარ თოდუამ გახსნა, შესვენების შემდეგ კი მეტოქის კარი ჯადული იობაშვილმა და გიგი აბუაშვილმა დალაშქრეს.

დინამო 3:0 ციურიხი
გოლები: 1:0 თოდუა (28), 2:0 იობაშვილი (53), 3:0 აბუაშვილი (56)

დინამო: ჯოჯუა, გოგოტიშვილი, გაფრინდაშვილი (ბაგრატიონი 50), ხვადაგიანი, ჩხეტიანი, გაგნიძე, გეგიაძე, თოდუა (კობახიძე 54), შიოლაშვილი (კვერენჩხილაძე 43), იობაშვილი, აბუაშვილი

ციურიხი: კიუნცლი, კარდოსო, სებეკი, ტრიფუნოვიჩი, სტეფანოვიჩი (შაქირი 49), ფიშერი (გონზენბახი 52), ლეაო (ლტაიფი 62), დენოონი,
შესი, განიუ, ჟოოსი

17 აპრილს, მეორე ტურში "დინამო" "ვულვერჰემპტონს" შეხვდება. თამაში 18:00 საათზე დაიწყება.



მკითხველის კომენტარები / 3 /
გაუნადგურებიათ მეტოქე თქვე კაი ხალხო და დაწერეთ რა გერიდებათ :)))))))))))))))
odala
23:59 16-04-2019
1
10 ნომერი ვინაა.. ძალიან კარგად თამაშობს ეტყობა
ზუზუ
13:54 17-04-2019
0

სიახლეები პოპულარული