ვიტალი დარასელიას თასი: "დინამომ" "ვულვერჰემპტონიც" არ დაინდო [VIDEO]

AutoSharing Option
17 აპრილს, ვიტალი დარასელიას სახელობის თასზე, რომელზეც მონაწილეობას 15-წლამდელთა 2 ქართული და 6 ევროპული გუნდი იღებს, თბილისის "დინამომ" "ვულვერჰემპტონი" 4:0 დაამარცხა და ვადაზე ადრე მოიპოვა ნახევარფინალის საგზური.

პირველ ტაიმში დუბლი ლუკა გაგნიძემ შეასრულა, ხოლო მეორე ტაიმში მეტოქის კარი ლუკა ჯანაშიამ და ჯადული იობაშვილმა დალაშქრეს.

გოლები: 1:0 გაგნიძე (14), 2:0 გაგნიძე (21, პენ) 3:0 ჯანაშია (49) 4:0 იობაშვილი (62)

U15.დინამო(თბ)-ვულვერჰემპტონი 4:0

დინამო: ჯოჯუა, გოგოტიშვილი, გაფრინდაშვილი, ხვადაგიანი, ჩხეტიანი, გაგნიძე (ჯანაშია
36), გეგიაძე, თოდუა (კობახიძე 63), იობაშვილი, შიოლაშვილი (კვერენჩხილაძე 36), აბუაშვილი (გოგებაშვილი 63)

ვულვერჰემპტონი: ჯექსონი, ბარნეტი, პიერპოინტი, ბრაუნი (კაბეია 36), ჰორანი (ო’გრეიდი 36), კანდოლა, ლიმბისკისა, მაკლეოდი (ფარმერი 43), რობერთსი (ფრეიზერი 65), ნზინგა (სკიკლუნა 36), ტიპტონი

ტურნირის პირველ ტურში "დინამომ" "ციურიხს" 3:0 მოუგო.

18 აპრილს, ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურში "დინამო" "ემპოლის" შეხვდება, რომელიც დღეს "ციურიხს" დაუზავდა - 2:2.

U15. ციურიხი-ემპოლი 2:2
მკითხველის კომენტარები / 2 /
იცით რას ვერ ვხვდები? ხო კარგია, რომ დაამარცხეს ევროპული გუნდები და ასე ასაკობრივებში ქართული გუნდები გამოირჩევიან ხოლმე. აი მერე?? გაგრძელებაა სამწუხარო, იკარგებიან ჩვენი ბიჭები, სადღაც საქართველოს მე3 ლიგას თამაშობენ და ვულვერჰემტონიდან ვარსკვლავები ხდებიან და დანარჩენი კიდე ევროპული გუნდებიდან. სამწუხარო ისა, რომ ამაზე არავინ არ ფიქრობს, უხარია დინამოს უფროსობას თასი მოვიგეთო
აკო
12:18 25-04-2019
0
კარგია ძალიან კარგია. გილოცავთ ბიჭებო მასე გაგრძელეთ
გოგა
20:38 17-04-2019
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული