ფუტსალი. საქართველოს ნაკრებმა ლიეტუვა ორივე მატჩში დაამარცხა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ფოტო: gff.ge

საქართველოს ფუტსალის ეროვნულმა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის მეინ-რაუნდისთვის მზადების პროცესში ლიეტუვის ნაკრების წინააღმდეგ მეორე ამხანაგური შეხვედრა გამართა.

თბილისის ოლიმპიურ სასახლეში გამართული მატჩი ორმხრივი შეტევებით წარიმართა და ჩვენი გუნდის გამარჯვებით, 5:3 დასრულდა.

მეტოქეს თითო გოლი ირაკლი თოდუამ, შოთა თოფურიამ, არჩილ სებისკვერაძემ და ნიკოლოზ კურტანიძემ გაუტანეს, ერთი ბურთი კი საკუთარ კარში ლაურინას გლინსკისმა ჩაჭრა.

საქართველო: კუპატაძე, თოდუა, ჯვარაშვილი, სებისკვერაძე, ზედელაშვილი

სათადარიგო შემადგენლობა: ჯამბურია, დვალიშვილი, კაპანაძე, მურცხვალაძე, სილაგავა, თოფურია, კეკელია, კურტანიძე

ლიეტუვა: გლინსკისი, დერენდიაიევი, ვოსკუნოვიჩი, ზაგურსკასი, სენძიკასი

სათადარიგო შემადგენლობა: მაცენისი,
ლაბუცკასი, იანკაუსკასი, სტეინასი, სპიეტინისი, პეტუკაუსკასი, მუცინისი, პაულაუსკასი, რეიმარისი

გოლები: 1:0 თოდუა (13), 1:1 სენძიკასი (20), 2:1 გლინსკისი (25), 3:1 თოფურია (29), 3:2 ვოსკუნოვიჩი (31), 4:2 სებისკვერაძე (33), 5:2 კურტანიძე (35), 5:3 ზაგურსკასი (38)

საქართველოსა და ლიეტუვის ეროვნულ ნაკრებებს შორის პირველი ამხანაგური შეხვედრა 16 აპრილს შედგა და მასპინძლების დამაჯერებელი გამარჯვებით, 7:1 დასრულდა.

საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის მეინ-რაუნდის შეხვედრებს 22-27 ოქტომბერს გამართავს.

ავთანდილ ასათიანის გუნდი მეინ-რაუნდის პირველ ჯგუფში პოლონეთის, ესპანეთისა და ფინეთის ნაკრებებთან ერთად იასპარეზებს. შეხვედრებს პოლონეთი უმასპინძლებს და შემდეგ ეტაპზე ასპარეზობის უფლებას ორი გუნდი მოიპოვებს.

მომზადებულია Gff.ge-ს მიხედვით
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული