უკრაინის ქალთა ნაკრების წევრმა მეტოქის მწვრთნელს მუშტი სახეში დაარტყა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ფუტსალში ქალებს შორის უკრაინის ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში "იმს-ნუხტსა" და "ბუდსტარ-ნპუს" შორის მატჩის ერთ-ერთმა მონაწილემ, უკრაინის ნაკრების წევრმა ანა სიდორენკომ ემოციები ვერ მოთოკა და მეტოქის მწვრთნელს, ალექსანდრ რატიჩს მუშტი დაარტყა.

სიდორენკოს ბურთი თამაშში აუტიდან შეჰყავდა, როდესაც მას უკან რატიჩმა ჩაუარა და ოდნავ შეეხო ანას. ამის შემდეგ სიდორენკო რატიჩთან მივარდა და მას სახეში მუშტი ჩაარტყა.

მსაჯმა სიდორენკოს წითელი ბარათი უჩვენა, მატჩი კი "იმს-ნუხტის" გამარჯვებით დასრულდა (3:2).

მომზადებულია Eurosport-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული