
ავთანდილ ასათიანის გუნდი უნგრეთის, თურქეთისა და ესპანეთის ასაკობრივ ნაკრებებს დაუპირისპირდება.
საქართველოს ნაკრების მონაწილეობით სამივე შეხვედრა 17:00 საათზე დაიწყება. მატჩებს თბილისის ოლიმპიური სასახლე უმასპინძლებს.
15 მარტს, 18 საათზე ფუტსალის ასაკობრივი ნაკრები ღია ვარჯიშს დიღომში მდებარე "ფრენბურთის არენაზე" გამართავს.
მომზადებულია Gff.ge-ს მიხედვით