ვიტალი დარასელიას თასი: "დინამომ" ჯგუფური ეტაპი გოლგაუშვებლად დაასრულა და ნახევარფინალში "ფეიენოორდს" შეხვდება [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
18 აპრილს, ვიტალი დარასელიას სახელობის თასის მესამე ტურში, რომელშიც 15-წლამდელთა გუნდები იღებენ მონაწილეობას, თბილისის "დინამომ" "ემპოლის" 1:0 მოუგო.

"დინამომ" პირველ ორ ტურში გამარჯვება იზეიმა, ნახევარფინალის საგზური ვადაზე ადრე მოიპოვა და "ემპოლისაც" სძლია.

"დინამომ" აქამდე "ციურიხი" 3:0, "ვულვერჰემპტონი" კი 4:0 დაამარცხა და ჯგუფური ეტაპი გოლგაუშვებლად დაასრულა.

გოლი მე-15 წუთზე დავით შიოლაშვილმა ულამაზესი დარტყმით გაიტანა.

ნახევარფინალში "დინამო" "ფეიენოორდს" შეხვდება, "ემპოლი" კი - სფფ-ის აკადემიას.

ნახევარფინალები 20 აპრილს გაიმართება, ხოლო ფინალი 21 აპრილს, ბორის პაიჭაძის სახელობის "დინამო არენაზე" ჩატარდება.

დინამო: ბერუაშვილი, გაფრინდაშვილი (გოგებაშვილი
26), ხვადაგიანი, ჩხეტიანი (როსივერი 49), გეგიაძე, იობაშვილი (ხუტიაშვილი 36), შიოლაშვილი, კობახიძე, ბაგრატიონი, ლაცაბიძე (გაგნიძე 69), ჯანაშია (გოგოტიშილი 49)

ემპოლი: ფონტანელი, ბაჯანი, ბარსი, ბუკიონი, ფინი, გუარინო, მაკი, მარესა, პანიკუჩი, რეგოლი (ინაკიტი 36), რენცი



მკითხველის კომენტარები / 1 /
ამგენი ბიძიკო, დინამო კი არა გამანადგურებლები ყოფილან :)))
odala
23:13 18-04-2019
1

სიახლეები პოპულარული