38 წელი ისტორიული გამარჯვებიდან: 1981 წლის 13 მაისი, "დინამო" – "კარლ ცაისი" 2:1 [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
დღეს 2019 წლის 13 მაისია. ზუსტად 38 წლის წინ, 1981 წლის 13 მაისს თბილისის "დინამომ" თასების მფლობელთა თასის ფინალში იენის "კარლ ცაისი" 2:1 დაამარცხა.

შეხვედრა დიუსელდორფში გაიმართა. ანგარიში გერმანელებმა გახსნეს 63-ე წუთზე. გერარდ ჰოპეს მიერ გატანილ გოლს 4 წუთში ვლადიმერ გუცაევმა უპასუხა და ანგარიში გაათანაბრა. გამარჯვების გოლი კი 87-ე წუთზე ვიტალი დარასელიამ გაიტანა და ქართული ფეხბურთის ისტორიაში პირველად და ჯერჯერობით უკანასკნელად, ჩვენმა კლუბმა ევროთასი მოიგო.


მკითხველის კომენტარები / 5 /
კარგია საამაყო ისტორიის გახსენება...
მაგრამ სანამ ვატრიალოთ ერთი და იგივე გაღეჭილი ფირფიტა??როდემდის?

1990 წლის შემდეგ ხომ არც პოლიტიკური და არც ეკონომიკური საფუძველი არ გვქონდა რაიმეს მისაღწევად? ასე რომ მიზეზები და თან საპატიო აურაცხელია. დღეს საქართველოს კლუბს 1 მილიონი დოლარი თუ აქვს წლიური ბიუჯეტი ის მდიდარია, მაშინ როცა ევროპაში ალბათ 1500-ზე მეტი ფეხბურთელი ღებულობს წლიურ ხელფასს 1 მილიონ ევროს.

1990 წლის მერე არაერთ ქართულ კლუბს ჰყავდა ისეთი შემადგენლობები , რომლებიც უკეთესი პირობებისა და უკეთესი სხვა კლუბების არსებობის პირობებში, როცა კონკურენციაში იზრდება ხარისხი, ალბათ 1981-ის დინამოელებზე ნაკლებიც არ იქნებოდნენ, მაგრამ სხვებს უჭირდათ , სტაბილურობა არ იყო, მექრთამეობა ფანტასტიკურ დონეზე იყო ასული.
გამოსავალი?- მხოლოდ "კერძო კომერციული კლუბების პროფლიგები" არავითარი ააიპ- ლიგებში , 1,2,3 ლიგებში ჯერ 12 კლუბიანი და შემდეგ კი უკვე მომავალში 18 კლუბიანი ლიგებით,ეს იქნება საწინდარი და არა ის რომ ახლა კერძო კლუბის პატრონი ხარჯავს 2-ჯერ ნაკლებს ვიდრე მის კლუბს სახელმწიფო ჩუქნის .
იმედია რომ მოდერატორი ისევ არ გაჭედავს და გამოაქვეყნებს ამ პოსტს!
artanuj
13 მაისი 2019 18:01
3
გულის ცემა მიმატებს ამ კადრებს რო ვხედავ ნუთუ ეს ქართული გუნდია? სად დაიბადეთ სად გაიზარდეთ იხაროს თქვენმა შთამომავლებმა იქნებ თქვენს შვილთა შვილებში იფეთქოს იმ სისხლმა თქვენში რო ჩქეფდა. ნოდარ ახლკაცის სულს და ყველა იმ თაობის დინამოელის ვინც წავიდა ამ წუთის სოფლიდან ხსოვნა და სამარადისო დიდება. თითქმის ორმოცი წლის შემდეგ რო ასეთი ჟრუანტელი გივლის ამათი შEმხედვარე რა უნდა თქვა მეტი.
soso
13 მაისი 2019 13:49
0
დიდი გუნდის დიდი ფეხბურტელები იყვნენ.ბედნიერი იყო მატი გულსემატკივარი ცაგებაც ვასკაცური იცოდნენ და მოგებაც ,ბოლომდე იხარჯებოდნენ ...მატი გასამრჯელო ხურდა ფული და ხალხის დიდი სიყვარული იყო, აკ ცამოსულ ტოპ გუნდებს დინამოს სახელის გაგონებაზე მატ სორის ლივერპულს მუხლები უკანკალებდატ ...ეხლა აბა აკტობე ნეფცი და დზმანი მისნი მეორე სემადგენლობიტ გვეტამასებიან და გვიგებენ , სამაგიერო ცვენ ფეხბურტელები სტადიონიდან დზვირად გირებული მანკანებიტ გადიან და სტადიონს როგორც კი გაცდებიან მუსიკას აუცევენ ტიტკოს არც არაფერი მომხვდარა.
Kote
13 მაისი 2019 13:29
0
ღმერთო გევედრები, დაუბრუნე თბილისის "დინამოს" ძველი დიდება!
სირბილის სწავლების ცენტრი
13 მაისი 2019 13:24
5
უყურებ ამ ყველაფერს და ცრემლები მადგება როდემდე უნდა გვასაზრდოოს ამ კადრებმა? ალბათ ჩემ თაობას ძან არ მინდა ამის დაწერა მარა ცხოვრების ბოლომდე მოგვიწევს ამ ყველაფრით ტკბობა მერე რა იქნება არ ვიცი ისეთი პირი უჩანს კარგი არაფერი ალბათ მადლობა იმ ოქრის ბიჭებს კაც ლეგენდას ნოდარ ახალკაცს.
ako
13 მაისი 2019 11:34
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული