38 წელი ისტორიული გამარჯვებიდან: 1981 წლის 13 მაისი, "დინამო" – "კარლ ცაისი" 2:1 [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
დღეს 2019 წლის 13 მაისია. ზუსტად 38 წლის წინ, 1981 წლის 13 მაისს თბილისის "დინამომ" თასების მფლობელთა თასის ფინალში იენის "კარლ ცაისი" 2:1 დაამარცხა.

შეხვედრა დიუსელდორფში გაიმართა. ანგარიში გერმანელებმა გახსნეს 63-ე წუთზე. გერარდ ჰოპეს მიერ გატანილ გოლს 4 წუთში ვლადიმერ გუცაევმა უპასუხა და ანგარიში გაათანაბრა. გამარჯვების გოლი კი 87-ე წუთზე ვიტალი დარასელიამ გაიტანა და ქართული ფეხბურთის ისტორიაში პირველად და ჯერჯერობით უკანასკნელად, ჩვენმა კლუბმა ევროთასი მოიგო.


მკითხველის კომენტარები / 5 /
უყურებ ამ ყველაფერს და ცრემლები მადგება როდემდე უნდა გვასაზრდოოს ამ კადრებმა? ალბათ ჩემ თაობას ძან არ მინდა ამის დაწერა მარა ცხოვრების ბოლომდე მოგვიწევს ამ ყველაფრით ტკბობა მერე რა იქნება არ ვიცი ისეთი პირი უჩანს კარგი არაფერი ალბათ მადლობა იმ ოქრის ბიჭებს კაც ლეგენდას ნოდარ ახალკაცს.
1
გულის ცემა მიმატებს ამ კადრებს რო ვხედავ ნუთუ ეს ქართული გუნდია? სად დაიბადეთ სად გაიზარდეთ იხაროს თქვენმა შთამომავლებმა იქნებ თქვენს შვილთა შვილებში იფეთქოს იმ სისხლმა თქვენში რო ჩქეფდა. ნოდარ ახლკაცის სულს და ყველა იმ თაობის დინამოელის ვინც წავიდა ამ წუთის სოფლიდან ხსოვნა და სამარადისო დიდება. თითქმის ორმოცი წლის შემდეგ რო ასეთი ჟრუანტელი გივლის ამათი შEმხედვარე რა უნდა თქვა მეტი.
soso
13:49 13-05-2019
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული