საოკუპაციო ხაზთან, სოფელ რუხში, ფეხბურთის აკადემიის მშენებლობა იწყება

AutoSharing Option
საოკუპაციო ხაზთან, სოფელ რუხში, ფეხბურთის აკადემიის მშენებლობა იწყება. 13 მაისს, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელში, ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი, თასების მფლობელთა თასის გამარჯვებული თბილისის „დინამოს“ ვეტერანი ფეხბურთელები და ადგილობრივი მთავრობის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ. ლევან კობიაშვილმა სოფელ რუხის მცხოვრებლებს დაგეგმილი სამუშაოების შესახებ სრული ინფორმაცია გააცნო.

6.5 ჰექტარ ფართობზე ბუნებრივსაფარიანი და ხელოვნურსაფარიანი მოედნები განთავსდება. დამონტაჟდება თანამედროვე განათების სისტემა და ტრიბუნები. აშენდება სპორტსმენთა საცხოვრებელი კორპუსი და გასახდელები.

საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელში ფეხბურთის აკადემიის საფუძვლის ჩაყრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა. ტერიტორიაზე, სადაც 2020 წელს სოფელ რუხის ფეხბურთის
აკადემია იქნება, სიმბოლურად, სპეციალური კაფსულა ჩაეშვა. პროექტი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ინიციატივითა და სრული მხარდაჭერით ხორციელდება.

დღესვე, სოფელ რუხში, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მწვრთნელთა პროფესიული განათლებისა და განვითარების განყოფილების ორგანიზებით და სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული ფედერაციის ჩართულობით, ეროვნული კატეგორიის С ლიცენზიის მქონე 36 მწვრთნელს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა უეფას შესაბამისი ლიცენზიები გადასცა.

მომზადებულია GFF.GE-ს მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 2 /
თუ კი ეს ისეთი ტყუილი არ არის როგორიც ენგურჰესის ატრაქციონები,ქუთაისი უნივერსიტეტის ქალაქი და ასე შ და ასე შ... სწორია,მეგრელებს ეკუთვნის აკადემია რადგან მეგრული გენი ფეხბურთში მაიც სულ სხვაა,ასევე იმერეთშია საჭირო ,აჭარასა და გურიაში,ეს რეგიონები კოლხური,ლაზურ მეგრული გენია მოსწონს თუ არა ეს ვინმეს.ვიცი დაბლოკავთ მაგრამ ეს სიმართლეს ვერ შეცვლის...
ბაჩი
21:38 13-05-2019
0

სიახლეები პოპულარული