პროკურატურა 4 დაკავებული ფეხბურთელის მიმართ პატიმრობას, 7-ის მიმართ კი 10 000 ლარიან გირაოს მოითხოვს

AutoSharing Option
სუს-ის მიერ საფეხბურთო მატჩების ჩაწყობის ფაქტზე დაკავებული 11 პირიდან პროკურატურა ოთხის მიმართ პატიმრობის შეფარდებას, 7 ბრალდებულის მიმართ კი 10-ათას ლარიან გირაოს საპატიმრო უზრუნველყოფით მოითხოვს.

სუს-ის მიერ საფეხბურთო მატჩების ჩაწყობის ფაქტზე დაკავებული 8 მოქმედი და 3 ყოფილი ფეხბურთელის მიმართ, აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე სასამართლო დღეს იმსჯელებს.

დაკავებულ სპორტსმენებს ბრალი ოფიციალურად გუშინ წაუყენეს.

სუს-ის ინფორმაციით, ორგანიზებული ჯგუფის წევრები დანაშაულებრივად უკავშირდებოდნენ საფეხბურთო კლუბების ფეხბურთელებს და გარკვეული თანხის სანაცვლოდ ურიგდებოდნენ მოწინააღმდეგე გუნდთან წინასწარ შეთანხმებული ანგარიშით ე.წ. "ჰანდიკაპით" – ორი ან მეტი ბურთით წაგებაზე.

სუს-ის განცხადებით,
აღნიშნულის შედეგად, ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა და ფეხბურთელებმა ჯამში მიიღეს განსაკუთრებით დიდი ოდენობით თანხა - 93 500 ლარი.

გამოძიება პროფესიული სპორტული შეჯიბრების მოსყიდვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 203-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით, რაც სასჯელის სახით 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს).

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული