მატჩის გარიგებაში ბრალდებული ფეხბურთელის მეუღლე: კოშმარული ერთი კვირის შემდეგ მინდა გავაკეთო განცხადება

AutoSharing Option
მატჩის გარიგების ბრალდებით დაკავებული "ვიტ ჯორჯიას" ფეხბურთელის, ჯონი შეროზიას მეუღლე სოციალურ ქსელში განცხადებას აქვეყნებს.

თაკო ახობაძის თქმით, მისი მეუღლე თავისუფალია.

"კოშმარული ერთი კვირის შემდეგ მინდა გავაკეთო განცხადება. არსებული ინტერესიდან გამომდინარე, პირველ რიგში, მინდა მადლობა გადავუხადო იმ მცირერიცხოვან მეგობრებს, რომლებიც მთელი ამ ხნის განმავლობაში გვერდით მედგნენ: ქალბატონ ქეთევანს, რომლის დახმარებითაც ჩვენ თავისუფლები ვართ.

ასევე იმ ადამიანებს, ვინც მოხვედით, გვერდში მედექით და გჯეროდათ ჩვენი. ამ ერთმა კვირამ მთელი ცხოვრება დამანახა. დამანახა ადამიანები, რომლებიც არიან ნამდვილები და არა ფარისევლები. მინდა გითხრათ მათ, ვისაც გგონიათ,
რომ ყველაფერი მორჩა, რომ დავეცით, ვეღარ გავაგრძელებთ ცხოვრებას. ჩვენ ვაგრძელებთ ბრძოლას სიმართლის დასამტკიცებლად. მე პირადად ვარ უბედნიერესი ადამიანი, რომ მყავს მეუღლე ჯონი შეროზია, ადამიანი, რომელსაც შეუძლია თავისი ცხოვრება დათმოს მეგობრის სიცოცხლის გადასარჩენად.

ამაყი ვარ, იმით რომ დღეს ჯონი შეროზია დგას იმ ბიჭების, იმ კაცების გვერდით, რომლებმაც იხსნეს ადამიანის, მეგობრის სიცოცხლე. მივმართავ ყველა იმ არაკაცს, რომლებიც თითს იქნევენ ამ ბიჭებისკენ, თქვენ ხართ ზურგს უკან მოფარებული არაკაცები, ვისაც არ შეგწევთ იმის ვაჟკაცობა, გააკეთოთ ის, რაც მათ გააკეთეს. დიდი იმედი მაქვს გამოძიების. სიმართლე მალე გაირკვევა. წინ გვაქვს დიდი გამოწვევები და დიდი ბრძოლა სიმართლის დასადგენად.", - წერს თაკო ახობაძე Facebook-ზე.

Sportall.Ge

შეგახსენებთ, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა "ვიტ ჯორჯიას" 5, "გურიას" 2, "ჭიათურას" 1 და 3 ყოფილი ფეხბურთელი მატჩების გარიგების ბრალდებით დააკავა.

7 მათგანს, მათ შორის, ჯონი შეროზიას, გირაოს სახით 10 000 ლარის გადახდა დაეკისრათ, დანარჩენ 4 პირს კი წინასწარი პატიმრობა შეეფარდათ.

მკითხველის კომენტარები / 34 /
თანხის აღებაც ხომ ფიქსირდება არა, ხოდა რა გამოდის, თან სიცოცხლე გადაარჩინა ვიღაც პიროვნების და თან იხეირა? რა თქმა უნდა კარგია მეუღლის გვერდში დგომა, მაგრამ ფაქტი ერთია, თამაშის გაყიდვა არის დანაშაული, რომელიც უმკაცრესად უნდა ისჯებოდეს. ის რომ 10 000 ლარიანი გირაოს ნაცვლად გარეთ დარჩა თქვენი მეუღლე, გამარჯვებას არ ნიშნავს ნამდვილად.
ლაშა
27 მაისი 2019 15:42
0
დიდი ამბავი ეხლა, ცოტა ხანი დაიჭერენ , გამოვა 1-2 წელში და გააგრძელებს ქვედა ლიგაში ფეხბურთის თამაშს. მთავარია ციხეში ივარჯიშოს , რომ ფორმიდან არ ამოვარდეს.
სსს
27 მაისი 2019 15:40
0
ტუ დახმარება გინდა , გაყიდე ის რაც სენია ...ფეხბურტი ცვენია და ამიტ ცხოვრობდა კარტველი ხალხი და არავინ არ მოგცემს მაგის უფლებას რომ გაყიდო .
Kote
27 მაისი 2019 15:11
1
ამ ქალბატონის შეხედულებით მიზანი საშუალებას ამართლებს....,

ნუ დაუშვათ და სიმართლეა ის რასაც ამბობს, ხომ იცის რომ დანაშაულია ჩადენილი, ხოდა აქეთ რომ გვიტევს, ხომ შეიძლება თავი დახარონ და თქვან, მან და მისმა მეუღლემ, მეგობრის გადასარჩენად სამწუხაროდ სხვა გზა ვერ გამოვნახეთო..ხომ ბევრად ნაკლები ტალახი მოხვდებოდათ?! ასე თუ ისე რაღაც პატარა თანაგრძნობის მარცვალი მაინც დაითესებოდა საზოგადოებაში.

d.v
27 მაისი 2019 14:47
0
თკვენ კოსმარული ერტი კვირა გკონდატ და უკვე აკეტ გვიტევ ,ფეხბურტის გულსემატკივარს ...ცვენ რავტკვატ მტელი ცხოვრება კოსმარსი რომ ვარტ ნევრებს ვისლიტ იმაზე რატომ არ ვიტარდება კარტული ფეხბურტი ? და ტუ ვინმეს დახმარება გინდა ეს ისე უნდა გააკეტო გირსების ცარცოს არ უნდა ცდებოდეს.
Kote
27 მაისი 2019 14:35
0
გაუნათლებელს და უსინდისოს რქები კიარ ამოდის,მაგალითად ამ გოგომ ამ სტატუსით გაგვაცნო თავი.ბოდიშის მოხდა არ ტეხავს,როცა უსინდისოდ იქცევი. ეს უფრო სწორი და ადამიანური იქნებოდა.
ლაშა
27 მაისი 2019 14:16
1
ელემენტარულით დავიწყოთ: წერე ქართულად!!!
miau
27 მაისი 2019 14:11
2
საუკეთესო თავდაცვა თავდასხმაა. ..
Dh
27 მაისი 2019 13:57
1
რო შეირგოს თავისი კრიმინალი ქმარი სახლში და შეტევაზე არ გადმოვიდეს არ ჯობს ამათი საქმისთვის?))
27 მაისი 2019 13:56
2
გირაო კიარა უნდა ჩასვა ესეთები ერთი ორი წლით სხვამ რომ ვეღარ გაბედოს. ხო ხედავთ აქეთ ...ჯვავს კიდე ეს ნაგლი
gio
27 მაისი 2019 13:35
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული