მატჩის გარიგების ბრალდებით დაკავებული "ვიტ ჯორჯიას" ფეხბურთელის, ჯონი შეროზიას მეუღლე სოციალურ ქსელში განცხადებას აქვეყნებს.
თაკო ახობაძის თქმით, მისი მეუღლე თავისუფალია.
"კოშმარული ერთი კვირის შემდეგ მინდა გავაკეთო განცხადება. არსებული ინტერესიდან გამომდინარე, პირველ რიგში, მინდა მადლობა გადავუხადო იმ მცირერიცხოვან მეგობრებს, რომლებიც მთელი ამ ხნის განმავლობაში გვერდით მედგნენ: ქალბატონ ქეთევანს, რომლის დახმარებითაც ჩვენ თავისუფლები ვართ.
ასევე იმ ადამიანებს, ვინც მოხვედით, გვერდში მედექით და გჯეროდათ ჩვენი. ამ ერთმა კვირამ მთელი ცხოვრება დამანახა. დამანახა ადამიანები, რომლებიც არიან ნამდვილები და არა ფარისევლები. მინდა გითხრათ მათ, ვისაც გგონიათ,
რომ ყველაფერი მორჩა, რომ დავეცით, ვეღარ გავაგრძელებთ ცხოვრებას. ჩვენ ვაგრძელებთ ბრძოლას სიმართლის დასამტკიცებლად. მე პირადად ვარ უბედნიერესი ადამიანი, რომ მყავს მეუღლე ჯონი შეროზია, ადამიანი, რომელსაც შეუძლია თავისი ცხოვრება დათმოს მეგობრის სიცოცხლის გადასარჩენად.
ამაყი ვარ, იმით რომ დღეს ჯონი შეროზია დგას იმ ბიჭების, იმ კაცების გვერდით, რომლებმაც იხსნეს ადამიანის, მეგობრის სიცოცხლე. მივმართავ ყველა იმ არაკაცს, რომლებიც თითს იქნევენ ამ ბიჭებისკენ, თქვენ ხართ ზურგს უკან მოფარებული არაკაცები, ვისაც არ შეგწევთ იმის ვაჟკაცობა, გააკეთოთ ის, რაც მათ გააკეთეს. დიდი იმედი მაქვს გამოძიების. სიმართლე მალე გაირკვევა. წინ გვაქვს დიდი გამოწვევები და დიდი ბრძოლა სიმართლის დასადგენად.", - წერს თაკო ახობაძე Facebook-ზე.
ასევე იმ ადამიანებს, ვინც მოხვედით, გვერდში მედექით და გჯეროდათ ჩვენი. ამ ერთმა კვირამ მთელი ცხოვრება დამანახა. დამანახა ადამიანები, რომლებიც არიან ნამდვილები და არა ფარისევლები. მინდა გითხრათ მათ, ვისაც გგონიათ,
ამაყი ვარ, იმით რომ დღეს ჯონი შეროზია დგას იმ ბიჭების, იმ კაცების გვერდით, რომლებმაც იხსნეს ადამიანის, მეგობრის სიცოცხლე. მივმართავ ყველა იმ არაკაცს, რომლებიც თითს იქნევენ ამ ბიჭებისკენ, თქვენ ხართ ზურგს უკან მოფარებული არაკაცები, ვისაც არ შეგწევთ იმის ვაჟკაცობა, გააკეთოთ ის, რაც მათ გააკეთეს. დიდი იმედი მაქვს გამოძიების. სიმართლე მალე გაირკვევა. წინ გვაქვს დიდი გამოწვევები და დიდი ბრძოლა სიმართლის დასადგენად.", - წერს თაკო ახობაძე Facebook-ზე.
შეგახსენებთ, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა "ვიტ ჯორჯიას" 5, "გურიას" 2, "ჭიათურას" 1 და 3 ყოფილი ფეხბურთელი მატჩების გარიგების ბრალდებით დააკავა.
7 მათგანს, მათ შორის, ჯონი შეროზიას, გირაოს სახით 10 000 ლარის გადახდა დაეკისრათ, დანარჩენ 4 პირს კი წინასწარი პატიმრობა შეეფარდათ.
ნუ დაუშვათ და სიმართლეა ის რასაც ამბობს, ხომ იცის რომ დანაშაულია ჩადენილი, ხოდა აქეთ რომ გვიტევს, ხომ შეიძლება თავი დახარონ და თქვან, მან და მისმა მეუღლემ, მეგობრის გადასარჩენად სამწუხაროდ სხვა გზა ვერ გამოვნახეთო..ხომ ბევრად ნაკლები ტალახი მოხვდებოდათ?! ასე თუ ისე რაღაც პატარა თანაგრძნობის მარცვალი მაინც დაითესებოდა საზოგადოებაში.