მატჩის გარიგებაში ბრალდებული ფეხბურთელის მეუღლე: კოშმარული ერთი კვირის შემდეგ მინდა გავაკეთო განცხადება

AutoSharing Option
მატჩის გარიგების ბრალდებით დაკავებული "ვიტ ჯორჯიას" ფეხბურთელის, ჯონი შეროზიას მეუღლე სოციალურ ქსელში განცხადებას აქვეყნებს.

თაკო ახობაძის თქმით, მისი მეუღლე თავისუფალია.

"კოშმარული ერთი კვირის შემდეგ მინდა გავაკეთო განცხადება. არსებული ინტერესიდან გამომდინარე, პირველ რიგში, მინდა მადლობა გადავუხადო იმ მცირერიცხოვან მეგობრებს, რომლებიც მთელი ამ ხნის განმავლობაში გვერდით მედგნენ: ქალბატონ ქეთევანს, რომლის დახმარებითაც ჩვენ თავისუფლები ვართ.

ასევე იმ ადამიანებს, ვინც მოხვედით, გვერდში მედექით და გჯეროდათ ჩვენი. ამ ერთმა კვირამ მთელი ცხოვრება დამანახა. დამანახა ადამიანები, რომლებიც არიან ნამდვილები და არა ფარისევლები. მინდა გითხრათ მათ, ვისაც გგონიათ,
რომ ყველაფერი მორჩა, რომ დავეცით, ვეღარ გავაგრძელებთ ცხოვრებას. ჩვენ ვაგრძელებთ ბრძოლას სიმართლის დასამტკიცებლად. მე პირადად ვარ უბედნიერესი ადამიანი, რომ მყავს მეუღლე ჯონი შეროზია, ადამიანი, რომელსაც შეუძლია თავისი ცხოვრება დათმოს მეგობრის სიცოცხლის გადასარჩენად.

ამაყი ვარ, იმით რომ დღეს ჯონი შეროზია დგას იმ ბიჭების, იმ კაცების გვერდით, რომლებმაც იხსნეს ადამიანის, მეგობრის სიცოცხლე. მივმართავ ყველა იმ არაკაცს, რომლებიც თითს იქნევენ ამ ბიჭებისკენ, თქვენ ხართ ზურგს უკან მოფარებული არაკაცები, ვისაც არ შეგწევთ იმის ვაჟკაცობა, გააკეთოთ ის, რაც მათ გააკეთეს. დიდი იმედი მაქვს გამოძიების. სიმართლე მალე გაირკვევა. წინ გვაქვს დიდი გამოწვევები და დიდი ბრძოლა სიმართლის დასადგენად.", - წერს თაკო ახობაძე Facebook-ზე.

Sportall.Ge

შეგახსენებთ, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა "ვიტ ჯორჯიას" 5, "გურიას" 2, "ჭიათურას" 1 და 3 ყოფილი ფეხბურთელი მატჩების გარიგების ბრალდებით დააკავა.

7 მათგანს, მათ შორის, ჯონი შეროზიას, გირაოს სახით 10 000 ლარის გადახდა დაეკისრათ, დანარჩენ 4 პირს კი წინასწარი პატიმრობა შეეფარდათ.

მკითხველის კომენტარები / 34 /
ვინ არის ფეხბურთის სირცხვილი??? მაგრა მაინტერესებს ?? ეს ბიჭები? უკაპიკოდ რო გადმოიყვანეს ვიტ ჯორჯია უმაგლესში ? ჟირკით რო ბრძოლობდნენ ბოლომდე??? ღუდუშაური , შეროზია და კიკნაველიძეა სირცხვილი??? საუკეთესო მეკარე საუკეთესო მეკარე შრეროზია,და ერთერთი საუკეთესო ტალანტი ღუდუშაური ესენი არიან სირცხვილები?? თქვენ ხალხო ხო კარგად ხართ??? ჯერ გაიგეთ რა და როგორ მოხვდა ,მართლა გამკეთებლები რო გყავთ ეს გაარკვიეთ კარგად სიონი ყოველმეორე თამაშს რო აკეთებს ,ან დინამო რას გავს გულიმერევა უკვე დინამოზე რას გავნან .....
ირაკლი
17 ივნისი 2019 17:54
0
რამდენი აქვთ ისე ხელფასი ფეხბურთელებს? დახმარებოდნენ საკუთარი ჯიბიდან. მაინც ხომ მოუწიათ 10000ის გადახდა.
sdfffff
03 ივნისი 2019 00:24
0
ქარტული ფეხბურტის სირცხვილიხარტ ტქვენ
qomagi
02 ივნისი 2019 12:43
0
ესენი,რომ ფეხბურთს არ უნდა გააკარო ფაქტია,მაგრამ თუ ავადმყოფი ადამიანის დასახმარებლად გააკეთეს გასათვალისწინებელი არის,სხვა საშულება უნდა მოენახათ დასახმარებლად ჯობდა,დასაჭერად არცერთი არ მემეტება,მასე ნახევარი ჩინოვნიკები დასაჭერია მაგრამ აგრძელებენ მშვიდად ფულის კეთებას,მე ბიჭებს არ ვამართლებ,უნდა დაისაჯონ მაგრამ დაპატიმრება არ მინდა არცერთის ეს ჩემი აზრია,დააჯარიმონ აუკრძალონ ფეხბურთთან შეხება,ახალგაზრდები არიან ცხოვრება დაენგრევათ,მერე გუნდებმა,რომ ხელები დაიბანეს ჩვენ არაფერ შუაში ვართო,მინიმუმ უნდა დააქვეითონ დაბალ ლიგაში,თუ მაგდენი არ იციან რა ხდება მათ კლუბში რა უნდათ ფეხბურთში.
გოჩა
28 მაისი 2019 09:13
1
ჩუმად მაიც იყოს,აქეთ გადმოდის შეტევაზე. აი რას ნიშნავს დაუსჯელობის სინდრომი! მისი ქმარიც და სხვებიც რომლებიც თამაშებს ყიდიან არამარტო თამაში უნდა აეკრძალოთ საერთოდ, არამედ ფეხბურთის ტელევიზორში ყურებაც! ამ ცოლის სიტყვებმა ერთი რუსული ანდაზა გამახსენა." ნაგლი ფრედ ხუჟე ტანკა"
დავით 67
27 მაისი 2019 18:58
2
ხო შემეშალა ორთოგრაფიულად
დავით 67
28 მაისი 2019 06:14
0
ნაგლი ფრედ კი არა ნაგლი ფრაერ.
ერთი შენა ხარ
27 მაისი 2019 20:39
3
ანგელოზია ჩემო ქმარიო :))) თქვე ცუდებოო, არ აცალეთ ფულის შოვნა ტოტალიზატორშიო :)))
giorgi
27 მაისი 2019 17:21
1
აქამდე მეგონა ანგელოზი ნანახი არ მყავდა მარა ტურმე ვცდებოდი, ჯონი მოდი ხელი დამადე.დ.დ.
barsa
27 მაისი 2019 16:48
1
საყდრისი აგვიფეთქეს ფულის გულისთვის, 100-ით მილონებს ბიუჯეტიდან იტაცებენ,ქვეყანა კორუფციაშია გახვეული და თქვენი ხმა არ გამიგია და გაჭირვებულმა,მშიერმა ფეხბურთელებმა რაღაც წაიჩალიჩეს და რა რიხიანად გაჰკივით,უთავმოყვარო ქართველებო.თურმე ფეხბურთია თქვენი და ქვეყანა არა.
საიდან მოხვედით
27 მაისი 2019 16:31
37
ფეხბურთიც ისევეა ქვეყნის ნაწილი, როგორც საყდრისი, დმანისი, თბილისი და რა მოსთვლის კიდევ .. საყდრისსა და კორუფციაზე არანაკლები დაწერილა და მცდელობაც არ დაუკლია ბევრს, მაგრამ ამასაც ისტორია განსჯის .. არ დავიწყებ მე ამ ბიჭების მიმართ ტალახის სროლას, მაგრამ თავის გამართლების ეს ფორმა არ მომწონს .. და არც პირველ რიგში თანაგუნდელის და მერე გულშემატკივრის გაყიდვას ვთვლი სწორ საქციელად .. თუმცა მთავარი ახლა ისაა ვის რა დაუმტკიცდება და რა სახელი დაერქმევა ..
დათო
27 მაისი 2019 19:02
0
ეს ისე ლაპარაკობს პატარა რო ვიყო ვიტყოდი დიდი რო გავხდები ჯონი უნდა გამოვიდეტქო.d.d.
s..s
27 მაისი 2019 15:45
0
ამატ გმირობაზეც რო აქვტ პრეტენზია რა სინაგლეა?
ave
27 მაისი 2019 15:43
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული