ახრიკ ცვეიბა: ეს ქართველი ფეხბურთელების მხრიდან ამაზრზენი აქცია იყო

AutoSharing Option
სსრკ-ის ნაკრებისა და თბილისის "დინამოს" ყოფილი მცველი ახრიკ ცვეიბა გამოეხმაურა ქართული კლუბების გადაწყვეტილებას, რომლებიც მოედანზე ანტისაოკუპაციო მაისურებით გამოვიდნენ.

ცვეიბა "სოვეტსკი სპორტთან" ინტერვიუში საკმაოდ აგრესიული იყო.

- რას ფიქრობთ ფეხბურთელების გადაწყვეტილებაზე, გამოსულიყვნენ მოედანზე პოლიტიკური ლოზუნგებით? - ჰკითხეს 52 წლის ცვეიბას, რომელიც საქართველოს სრ-ში დაიბადა.
- მიმაჩნია, რომ მსგავსი რამ მიუღებელია. ამაზრზენია, როცა ფეხბურთელები სპორტში პოლიტიკას ურევენ. ფეხბურთელებისთვის მოედანი, პირველ რიგში, წმინდა ადგილია, სადაც საკუთარი ოსტატობა უნდა წარმოაჩინონ და საკუთარი თამაშისაგან სიამოვნება მიიღონ. პოლიტიკა კი პოლიტიკოსებს უნდა დაუტოვონ.

ეს
არ ნიშნავს, რომ ადამიანს არ აქვს უფლება, ჰქონდეს საკუთარი აზრი. მოედანს მიღმა ის გამოხატე, გენაცვალე, რაც გინდა, თუ გინდა თავდაყირა დამდგარხარ. თუმცა, ვიმეორებ, არ შეიძლება ფეხბურთი ამაში აურიო.

- როგორ თვლით, ფეხბურთელები საკუთარი გადაწყვეტილებით მოქმედებდნენ თუ ზემოდან დაავალეს?
- ჩემთვის ძნელია ამაზე საუბარი. თუმცა, ფეხბურთელებისთვის საქციელი საამაყო ნამდვილად არ არის. გაიხსენეთ, დიდი სამამულო ომის დროს კიევის "დინამო" ფაშისტების წინააღმდეგ მართავდა მატჩს. იმ დროსაც კი, მოედანზე ეთიკა უმნიშვნელოვანესი იყო, გუნდები პატივისცემას გამოხატავდნენ, მიუხედავად იმისა, რომ მოედანს მიღმა ერთმანეთს ხოცავდნენ.

მოედანი მიტინგებისთვის, პიკეტირებისა და პოლიტიკური აქციებისთვის განკუთვნილი არაა. მით უმეტს, ასეთ გარემოებებში.

როცა სპეციალურ მაისურს სხვებისთვის თანადგომის გამოსახატად იცვამ, ამას მაშინ აკეთებ, როცა ფეხბურთმა დანაკარგი განიცადა. ამისთვის სამგლოვიარო სამკლავურებიც არსებობს. ხოლო პოლიტიკური ლოზუნგებით გამოსვლა არსად არ არის ნებადართული. ფიფა და უეფა ამას აქტიურად ებრძვიან.

- თბილისის მერს, კახაბერ კალაძეს თუ შეუძლია სიტუაციაში ჩარევა? რაც უნდა იყოს, აქციაში დედაქალაქური "ლოკომოტივი" იყო ჩართული...
- კიევის "დინამოში" მე და კალაძე არ გადავკვეთილვართ. არასდროს ვიცნობდი მას ახლოდან. ჩემთვის ის, პირველ რიგში, შესანიშნავი ყოფილი ფეხბურთია. თუმცა, მის სავარაუდო რეაქციაზე ვერაფერს ვიტყვი. ამისათვის ადამიანს კარგად უნდა იცნობდე.

- თქვენ 80-იანების ბოლოს თბილისი "დინამოს" ღირსებას იცავდით. იმ დროს უკვე თბილისი მოსკოვიდან დაშორებას ცდილობდა. როგორ იღებდნენ ამ ყველაფერს ფეხბურთელები?
- ჩემ დროს ფეხბურთელები პოლიტიზირებულნი საერთოდ არ იყვნენ. საქართველოს სსრკ-დან გასვლა უნდოდა, ფეხბურთელებს ეს ადარდებდათ.  გულშემატკივრები მოედანზე განსხვავებულები იყვნენ, ზოგი რაღაც-რაღაცებს ამბობდა, თუმცა ძირითადი მასა უბრალოდ, გუნდს უჭერდა მხარს, მეტი არაფერი. საერთოდაც, საბჭოთა მოედნებზე გამართული პოლიტიკური აქციები არც კი მახსოვს. ეგ კი არა, როცა "სპარტაკი" კიევთან თამაშობდა, ეს სპორტული დაპირისპირება იყო და არა რუსეთ-უკრაინის ბრძოლა.

altუეფამ ანტისაოკუპაციო მაისურებთან დაკავშირებით რუსების მიმართვას უპასუხა

altრუსულ სპორტულ მედიაში მიზანმიმართული ანტიქართული კამპანია დაიწყო - გოსდუმის დეპუტატი ქართული კლუბების დასჯას მოითხოვს

alt"ერთ დროს დაჩოქილი გვეხვეწებოდნენ თურქებისგან დაცვას" - რა რეაქცია მოჰყვა ქართული კლუბების ანტიოკუპაციურ მაისურებს რუსეთში

მკითხველის კომენტარები / 26 /
"სოვეტსკი სპორტ"-ი.... კიდევ იტყვიან პოლიტიკა სპორტთან არაფერ კავშირშიაო
დუდუ
14:55 25-06-2019
0
"ცვეიბა "სოვეტსკი სპორტთან" ინტერვიუში საკმაოდ აგრესიული იყო" (ავტორი).

ავტორ, ცვეიბა და მისი აზრი ფეხებზე მკიდია, მაგრამ დაწვრილებით წავიკითხე ეს ინტერვიუ და აგრესიულობა ვერ შევნიშნე მის კომენტარებში. გასაგებია რომ ტიპიური სეპარატისტის აზრებია, მაგრამ თქვენც ვალდებული ხართ რომ ობიექტურად დაწეროთ!ოღონდ ახლა არ დამაბრალოთ აფსუების მხარდაჭერა, ეგენი რაც არიან გასაგებია
სიმართლე
12:07 25-06-2019
4

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული