შოთა არველაძე: ქართველები ევროპელები მხოლოდ რუკაზე ვართ, ისე...

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების ყოფილი თავდამსხმელი შოთა არველაძე ამჟამად ტაშკენტის "ფახთაქორს" წვრთნის.

ქართველ მწვრთნელთან ინტერვიუ რუსულმა ონლაინგამოცემა argumenti.ru-მ ჩაწერა. ქვევით გთავაზობთ აღნიშნული ინტერვიუს იმ ნაწილებს, რომლებიც ქართველი მკითხველისთვის საინტერესო იქნება.

"ერთ დროს რუსეთის ნაკრების მწვრთნელობა შემომთავაზეს, თუმცა მაშინ ისეთი პოლიტიკური სიტუაცია იყო, რომ არ შემეძლო თანხმობის მიცემა. მეგობრულად და დიპლომატიურად ავუხსენი ყველაფერი რუს კოლეგებს და მათთან კარგი ურთიერთობა შევინარჩუნე.

უზბეკეთში ცხოვრებისას აღმოვაჩინე ძალიან ბევრი საინტერესო და უცნობი ფაქტი ამ ქვეყნის შესახებ. სიამოვნებით მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენს კულტურებში ძალიან ბევრი საერთო რამეა.

ქართველები
რუკაზე ვართ ევროპელები, ისე კი უფრო აღმოსავლელი ხალხი ვართ, რაღაც მხრივ, აზიელებიც კი. ოჯახის კულტურა, მეზობლობის, გულმხურვალე დამოკიდებულება მშობლებისა და მეგობრების მიმართ, სტუმართმოყვარეობა, სამზარეულო - ყველაფერი ეს საერთო გვაქვს.

ადრე ვფიქრობდი, რომ საუკეთესო საჭმელს ქართველები ვაკეთებდით, თუმცა ახლა ქართულ სამზარეულოს მეორე ადგილზე ვაყენებ უზბეკურის შემდეგ. ყოველ ჯერზე არა მხოლოდ საკუთარ თავს, მზარეულებსაც ვეჩხუბები, რომ ისეთ გემრიელ საჭმელებს ნუ აკეთებენ", - აღნიშნა შოთა არველაძემ.

შოთას გაწვრთნილი "ფახთაქორი" უზბეკეთის ჩემპიონატს დამაჯერებლად ლიდერობს.

15 ტურის შემდეგ გუნდს 41 ქულა აქვს, 13 შეხვედრა მოიგო, 2-ში ფრედ ითამაშა და უახლოეს მდევარ "ლოკომოტივს" 11 ქულით უსწრებს.

მკითხველის კომენტარები / 52 /
ჩვენ აზიელები არ ვართ. ჩვენ სამხრეთელები ვართ. ცოტა მეტი ერუდიცია, ცოდნა და განათლებაა საჭირო.
დათო
07 აგვისტო 2019 21:02
1
მე პირადად მიმაჩნია და არა მარტო მე რო არც ევროპელები ვართ და არც აზიელები. მაგრამ სამხრეთელები რა შუაშია?
ილარიონი
07 აგვისტო 2019 22:12
1
შენ თუ გინდა პაკისტანელი იყავი, მაგრამ ყველას სახელით არ ილაპარაკო. ოჯახი და მეზობლები ბევრ ევროპულ ქვეყაბაში იციან...
gio
02 აგვისტო 2019 11:42
3
ამ შოთას საერთოდ თითქმის არაფერში არ ვეთანხმები, მაგრამ დასავლეთ ევროპულ ქვეყნებში თითო ოროლა გამონაკლისისგარდა არ იციან, შეიძლება იტალია იყო გამონაკლისი და მისი მსგავსი, ასევე ბალკანეთი და სულ ესაა.
niko
02 აგვისტო 2019 14:13
3
უზბეკებს მართლაც ძალიან კარგი და გემრიელი სამზარეულო აქვთ.ჩვენ ერთი ცუდი თვისება გვაქვს-ყველაფერში თავი პირველები გვგონია....რაც შეეხება უზბ ეკებს,ძალიან უყვართ ქართველები,ზეპირად იციან ჩვენი ძველი ფეხბურთელები და ძალიან უყვართ.მე ამერიკაში ვარ 12 წელია და უზბეკი თუ შევხვდები მეუბნებიან,პახტაკორის შემდეგ დინამო თბ.უყვარდათ ჩვენთან ყველაზე უფროო.1964წ.თითქმის მთელი ტაშკენტი დინამოს უჭერდა მხარსო.უზბეკური რესტორნები ხო ძაან კარგებია.ტკბილეულზე ხო საერთოდ .....ასე რო შოთა მართალია,აქ ესეა და იქ ხო წარმომიდგენია....
კახა ქ.
02 აგვისტო 2019 02:19
12
კი ბატონო ძალიან გემრიელი კერძები აქვთ უზბეკებს, შენზე ადრე გამისინჯავს შოთა ბატონო, მაგრამ ქართველი კაცი ქართულ საჭმელს მეორე პლანზე რომ გადაიტანს ან გემოს პრობლემა აქვს ანდა რაღაცას ელოდება მათგან. არ მგონია ეს სიმართლე იყოს რასაც წერ.იყავი ობიექტური და სამართლიანი. არ არის საჭირო ეს მაამებლობა. უზბეკები,მაინც გადაგიხდიან იმ ფულს რაც კონტრაქტით გეკუთვნის.
დავით 67
02 აგვისტო 2019 01:50
9
ნათქვამია სადაც ცხოვრობ იქაური ქუდი უნდა დაიხუროო მარა შოთა მთლად ნუ ჩამოიბხატებ თვალებზე ტეხავს
Racha
02 აგვისტო 2019 01:36
3
ეს ოხერი მაყუთი რას არ ათქმევინებს კაცს.
ozeki
02 აგვისტო 2019 01:33
6
მე რო არ ვუბერავ იმიტომ ვამბობ,სულხან საბა,ლებანიძე და კიდევ ვახუშტი ბატონიშვილი უბერავდნენ და სხვა მრავალ სიკეთესთან ერთად მეგრელთმოძულეობა დატოვეა ლიტერატურაში,ეს უნდა წაიკითხოთ რომ დარწმუნდეთ იმაში რასაც მე ვწერ.კი არ ვიგონებ ღმერთოჩემო
ლონდონიდან-ს
02 აგვისტო 2019 01:08
8
ხარჯი ხარჯია, ბარემ რაც დაწერე, თარგმანიც დაგედო რა.
ინკვიზიტორი
02 აგვისტო 2019 17:24
0
ფაქტიურად ყველა ხორცის კერძი თურქი ტომებიდან მოდის, თუ კარგად დააკვირდებით. დააკვირდებით კი არა, შეისწავლით. ჩვენ სუნელებით და მწვანილების დამატებით ვჯობივართ სხვებს, თუმცა ახლა ყველა ერმა გაიცნო ერთმანეთი და ყველამ ისწავლა გაკეთება. აღმოსავლეთი არის ხორცი, ტკბილეული , ხილი და ჩირი. ჩვენი ბაზრები სანაგვეა იმათთან შედარებით. შოთამ ნახა შიგნიდან სიტუაცია და გაიგო , რომ სხვაგანაც იციან ჭამა და გაკეთება. ყველა ჩვენი კერძი საიდანღაც გადმოქართულებულია, თუ სიმართლე გინდათ. კერძი იბადება იმპერიებში, სადაც არის განცხრომა და არა მშიერ გაღატაკებულ მუდამ დაპყრობილ ქვეყნებში
თამაზი
01 აგვისტო 2019 23:19
31
კერძოდ მეგრული სამზარეულოდანაა ჩვენი სამზარეულოს ადგილობრივი ნაწარმი.ეს ყველამ იცის
ბაჩი
02 აგვისტო 2019 01:04
14
აზიელები კი არა, არამედ კავკასიელები! აბა ასე მონღოლები და ვიეტნამელი აზიელები არიან
ზატოიჩი
01 აგვისტო 2019 22:26
0
Mონგოლების არა ,იხვის ტოლმა.ბლენა! Mომთაბარე ხალხია მონგოლები..ცხენის ხორცისგან ძეხვი-ყაზი კი , ცხვრის გამომშრალი დუმისგან ხორცის შესაწვავი მასალა კი მონგოლებია მაგრამ ,პური არ მოჰყავდათ მომთაბარეობდენ,სხვებისგან ისწავლეს ფქვილის დაფქვა ხინკალი უფრო ჩინურ- იტალიურ მთებში(რავიოლი)-Xევსურულია, ურუსმა ორდელებმა მეჩბიდმეტე საუკუნიდან შემოიღეს "ბლუდად"დაპყრობილ ურალში იქაურ მთიელებისგან მოიპარეს და თავისად ასაღებენ(პელმენი დაარქვეს) .სხვადასხვა ხალხებს ათობით დასახელების დანაყილი ხორცი- ცომში გახვეული და წყალში მოხარშული, აქვთ, მაგრამ ქართველების ხინკალი ერთერთი უძველესი კერძია. ხუთი ათას წელზე მეტს ვარსებობთ როგორც ერი .ბერძნები ჩვენზე ,თავიანთ ლეგენდებში ამბობდენ, გვიხსენიებდენ მესამე საუკუნეში ჩვენს წელთაღრიცხვამდე,ისიც ლეგენდებში რომ სინამდვილით ვერ გაგვწვდენ ელინელებ ქართველებზე მოგვიანებით ჩამოყალიბებული ერია, დედა მიწაზე ისწავლეთ აბურჯგა....სწავლის ძირი მწარე არის....
Aburjgads medead da prometeosis- amiranis droindel qarTvelebisgan
02 აგვისტო 2019 16:50
3
ხინკალი მონღოლების შემოტანილია...
aburjga
02 აგვისტო 2019 10:40
7
ფული ჯოჯოხეთს ანათებსო ხომ იცი.
ddgfdf
01 აგვისტო 2019 22:22
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული