შოთა არველაძე: ქართველები ევროპელები მხოლოდ რუკაზე ვართ, ისე...

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების ყოფილი თავდამსხმელი შოთა არველაძე ამჟამად ტაშკენტის "ფახთაქორს" წვრთნის.

ქართველ მწვრთნელთან ინტერვიუ რუსულმა ონლაინგამოცემა argumenti.ru-მ ჩაწერა. ქვევით გთავაზობთ აღნიშნული ინტერვიუს იმ ნაწილებს, რომლებიც ქართველი მკითხველისთვის საინტერესო იქნება.

"ერთ დროს რუსეთის ნაკრების მწვრთნელობა შემომთავაზეს, თუმცა მაშინ ისეთი პოლიტიკური სიტუაცია იყო, რომ არ შემეძლო თანხმობის მიცემა. მეგობრულად და დიპლომატიურად ავუხსენი ყველაფერი რუს კოლეგებს და მათთან კარგი ურთიერთობა შევინარჩუნე.

უზბეკეთში ცხოვრებისას აღმოვაჩინე ძალიან ბევრი საინტერესო და უცნობი ფაქტი ამ ქვეყნის შესახებ. სიამოვნებით მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენს კულტურებში ძალიან ბევრი საერთო რამეა.

ქართველები
რუკაზე ვართ ევროპელები, ისე კი უფრო აღმოსავლელი ხალხი ვართ, რაღაც მხრივ, აზიელებიც კი. ოჯახის კულტურა, მეზობლობის, გულმხურვალე დამოკიდებულება მშობლებისა და მეგობრების მიმართ, სტუმართმოყვარეობა, სამზარეულო - ყველაფერი ეს საერთო გვაქვს.

ადრე ვფიქრობდი, რომ საუკეთესო საჭმელს ქართველები ვაკეთებდით, თუმცა ახლა ქართულ სამზარეულოს მეორე ადგილზე ვაყენებ უზბეკურის შემდეგ. ყოველ ჯერზე არა მხოლოდ საკუთარ თავს, მზარეულებსაც ვეჩხუბები, რომ ისეთ გემრიელ საჭმელებს ნუ აკეთებენ", - აღნიშნა შოთა არველაძემ.

შოთას გაწვრთნილი "ფახთაქორი" უზბეკეთის ჩემპიონატს დამაჯერებლად ლიდერობს.

15 ტურის შემდეგ გუნდს 41 ქულა აქვს, 13 შეხვედრა მოიგო, 2-ში ფრედ ითამაშა და უახლოეს მდევარ "ლოკომოტივს" 11 ქულით უსწრებს.

მკითხველის კომენტარები / 52 /
კარგი რა შოთა, ამდენი "წაქონვა"ნამეტანია ,ყველა საჭმელს თითქმის ,ჭურჭელში-კაზანი ჰქვია ,აკეთებენ და რაღაც უბედური სუნის და სპეციფიკური გემოსი, ძალიან ბევრს უშვებიან ბამბის ზეთს ,და ცხვრის ქონს, ან რაღაც მცენარეული ცხიმია კიდევ- ფრუტიური ჰქვია ბლომად მასში ხახვს ხრაკავენ და რა შედარებაა უზბეკური და საერთოდ შუა აზიური კერძები,ქართულ ელიტალურ თუნდაც გლეხთა საზრდოსთან, ჩვენი საკვები,მსოფლიოს ყველა კერძებისგან სხვავდება ,სხვაგვარი ქართული საკვების გემოთი და აზიელი როდიდან გახდი,გამორჩეულო "დიპლომატო", ფახტაქორის მთავარო მწვრთნელო ,ევროპული გარეგნობისა,ან კოჭლი თემურის მრავალცოლიანობის მიმდევარნი შთამომავალნი ,ქალს რომ მეორე ხარისხოვნად სთვლიდნენ ახლო წარსულშიც კი და ყელს სჭრიდნენ სახის სხვის წინაშე გამოჩენისთვის, როგორც ცხვარს,გახდენ?ქართველთა ყოფის, თამარ მეფის შთამომავალთა მსგავსნი.
Europe
18:48 01-08-2019
3
დაბერდა შოთი და ........ მაგრამ მაინც გვიყვარხარ, ბევრი სიხარული გიჩუქებია. არც აზიელები ვართ და არც ევროპელები, კავკასიის მთების შვილები ვართ, უზბეკური საჭმელიც შენი იყოს, მე ისევ საცივი, ხაჭაპური და ხინკალი მირჩემნია
llcl
18:43 01-08-2019
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული