შოთა არველაძე: ქართველები ევროპელები მხოლოდ რუკაზე ვართ, ისე...

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების ყოფილი თავდამსხმელი შოთა არველაძე ამჟამად ტაშკენტის "ფახთაქორს" წვრთნის.

ქართველ მწვრთნელთან ინტერვიუ რუსულმა ონლაინგამოცემა argumenti.ru-მ ჩაწერა. ქვევით გთავაზობთ აღნიშნული ინტერვიუს იმ ნაწილებს, რომლებიც ქართველი მკითხველისთვის საინტერესო იქნება.

"ერთ დროს რუსეთის ნაკრების მწვრთნელობა შემომთავაზეს, თუმცა მაშინ ისეთი პოლიტიკური სიტუაცია იყო, რომ არ შემეძლო თანხმობის მიცემა. მეგობრულად და დიპლომატიურად ავუხსენი ყველაფერი რუს კოლეგებს და მათთან კარგი ურთიერთობა შევინარჩუნე.

უზბეკეთში ცხოვრებისას აღმოვაჩინე ძალიან ბევრი საინტერესო და უცნობი ფაქტი ამ ქვეყნის შესახებ. სიამოვნებით მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენს კულტურებში ძალიან ბევრი საერთო რამეა.

ქართველები
რუკაზე ვართ ევროპელები, ისე კი უფრო აღმოსავლელი ხალხი ვართ, რაღაც მხრივ, აზიელებიც კი. ოჯახის კულტურა, მეზობლობის, გულმხურვალე დამოკიდებულება მშობლებისა და მეგობრების მიმართ, სტუმართმოყვარეობა, სამზარეულო - ყველაფერი ეს საერთო გვაქვს.

ადრე ვფიქრობდი, რომ საუკეთესო საჭმელს ქართველები ვაკეთებდით, თუმცა ახლა ქართულ სამზარეულოს მეორე ადგილზე ვაყენებ უზბეკურის შემდეგ. ყოველ ჯერზე არა მხოლოდ საკუთარ თავს, მზარეულებსაც ვეჩხუბები, რომ ისეთ გემრიელ საჭმელებს ნუ აკეთებენ", - აღნიშნა შოთა არველაძემ.

შოთას გაწვრთნილი "ფახთაქორი" უზბეკეთის ჩემპიონატს დამაჯერებლად ლიდერობს.

15 ტურის შემდეგ გუნდს 41 ქულა აქვს, 13 შეხვედრა მოიგო, 2-ში ფრედ ითამაშა და უახლოეს მდევარ "ლოკომოტივს" 11 ქულით უსწრებს.

მკითხველის კომენტარები / 52 /
აზიელები კი არა, არამედ კავკასიელები! აბა ასე მონღოლები და ვიეტნამელი აზიელები არიან
ზატოიჩი
01 აგვისტო 2019 22:26
0
Mონგოლების არა ,იხვის ტოლმა.ბლენა! Mომთაბარე ხალხია მონგოლები..ცხენის ხორცისგან ძეხვი-ყაზი კი , ცხვრის გამომშრალი დუმისგან ხორცის შესაწვავი მასალა კი მონგოლებია მაგრამ ,პური არ მოჰყავდათ მომთაბარეობდენ,სხვებისგან ისწავლეს ფქვილის დაფქვა ხინკალი უფრო ჩინურ- იტალიურ მთებში(რავიოლი)-Xევსურულია, ურუსმა ორდელებმა მეჩბიდმეტე საუკუნიდან შემოიღეს "ბლუდად"დაპყრობილ ურალში იქაურ მთიელებისგან მოიპარეს და თავისად ასაღებენ(პელმენი დაარქვეს) .სხვადასხვა ხალხებს ათობით დასახელების დანაყილი ხორცი- ცომში გახვეული და წყალში მოხარშული, აქვთ, მაგრამ ქართველების ხინკალი ერთერთი უძველესი კერძია. ხუთი ათას წელზე მეტს ვარსებობთ როგორც ერი .ბერძნები ჩვენზე ,თავიანთ ლეგენდებში ამბობდენ, გვიხსენიებდენ მესამე საუკუნეში ჩვენს წელთაღრიცხვამდე,ისიც ლეგენდებში რომ სინამდვილით ვერ გაგვწვდენ ელინელებ ქართველებზე მოგვიანებით ჩამოყალიბებული ერია, დედა მიწაზე ისწავლეთ აბურჯგა....სწავლის ძირი მწარე არის....
Aburjgads medead da prometeosis- amiranis droindel qarTvelebisgan
02 აგვისტო 2019 16:50
3
ხინკალი მონღოლების შემოტანილია...
aburjga
02 აგვისტო 2019 10:40
7
აუ ტაშკენტში რომ ვიყავი მეც ექგეთი შთაბეჭდილება დამრჩა საჭმელებზე. მწვადის ბაზარზე რო გახვალ და გული წაგივა პატარა საკაიფო შამფურები რომაა დალაგებული წრეზე და ეგრევე რომელსაც აარჩევ დააგდებენ მაყალზე. ფლავი ლახანკებით და ტკბილეულობის ბაზარი ზღაპარი.

ღამის ტაშკენტი, ქალიები კალოჩე და გულიავობები უძალიანკეთილშობილესობაა საიერთოდ. იეფად ეს ყველაფერი.
ჩვენთან არააა, თუა დაბალხარისხიანია და ძვირია. იქ არის და იაფია.

ეძახე შენ უზბეკეთი და ჩუჩმეკეთი.

მერე როგორ ვუყვარვართ. ზეპირად იციან მწერლები, პოლიტიკოსები ფეხბურთელები, კინო, მსახიობი ყველაფერი.
რუსთაველის ქუჩაც აქვთ და ქართულ რესტორნებზე გიჟდებიან. ღარიბები ძალიან ბევრია მდიდრები ცოტა და ოლიგარქების აზიური ტიპის ქვეყანაა (მართალია ვაჭრობა, ჩამოკიდება ბაზარში, ფულის დათვლაში და გადახურდავებაში, ტაქსის მძღოლებს მოტყუება უყვართ) მაგრამ ურთიერთობაში ძაან მაგარი ხალხია. ჯიგრები.

პ.ს.
ისე თემურლენგი მაგათი აღმაშენებელია რო მოუ**** დაბადება
ზ.კალორია
01 აგვისტო 2019 21:36
6
შენ თუ გინდა პაკისტანელი იყავი, მაგრამ ყველას სახელით არ ილაპარაკო. ოჯახი და მეზობლები ბევრ ევროპულ ქვეყაბაში იციან...
gio
02 აგვისტო 2019 11:42
3
ამ შოთას საერთოდ თითქმის არაფერში არ ვეთანხმები, მაგრამ დასავლეთ ევროპულ ქვეყნებში თითო ოროლა გამონაკლისისგარდა არ იციან, შეიძლება იტალია იყო გამონაკლისი და მისი მსგავსი, ასევე ბალკანეთი და სულ ესაა.
niko
02 აგვისტო 2019 14:13
3
უზბეკებს მართლაც ძალიან კარგი და გემრიელი სამზარეულო აქვთ.ჩვენ ერთი ცუდი თვისება გვაქვს-ყველაფერში თავი პირველები გვგონია....რაც შეეხება უზბ ეკებს,ძალიან უყვართ ქართველები,ზეპირად იციან ჩვენი ძველი ფეხბურთელები და ძალიან უყვართ.მე ამერიკაში ვარ 12 წელია და უზბეკი თუ შევხვდები მეუბნებიან,პახტაკორის შემდეგ დინამო თბ.უყვარდათ ჩვენთან ყველაზე უფროო.1964წ.თითქმის მთელი ტაშკენტი დინამოს უჭერდა მხარსო.უზბეკური რესტორნები ხო ძაან კარგებია.ტკბილეულზე ხო საერთოდ .....ასე რო შოთა მართალია,აქ ესეა და იქ ხო წარმომიდგენია....
კახა ქ.
02 აგვისტო 2019 02:19
12
ნათქვამია სადაც ცხოვრობ იქაური ქუდი უნდა დაიხუროო მარა შოთა მთლად ნუ ჩამოიბხატებ თვალებზე ტეხავს
Racha
02 აგვისტო 2019 01:36
3
შოთა ნამაზსაც ხო არ ასრულებ შემთხვევით?
Levan1
01 აგვისტო 2019 20:15
3
შოთა, ერთ საიდუმლოს გაგანდობ--რუკაზე აზიაში ვიმყოფებით.
ფერნანდო
01 აგვისტო 2019 19:21
17
ევროპა-აზიის საზღვარი უთვისტომო რუსეთის ურალის მთებზე გადის და ერთმესამედზე ჰყოფს კასპიის ტბას-ზღვას აზერბაიჯანის სანაპიროდან იქით აზიაა ირანის ჩათვლით იაპონიამდე, აქეთ ევროპაა პორტუგალიამდე მსოფლიო გეოგრაფიული საზოგადოების მონაცემებიდან....
საქრთველო ლამაზო....
01 აგვისტო 2019 21:10
1
Eვრაზია კონტინენტია ჩრდილოეთიდან ჩრ.ყინ ოკეანეთი და აღმოსავლეთ წყნარი და დასავლეთიდანაც ატლანტიკური ოკეანეებით მთავრედება.სამხრეთიდან კი ევროპა კონსტანტინოპოლით-ისტანბულით იფარგლება.ნახევარი ქალაქი ევროპაშია ,ნახევარი აზიაში ქვემოთ გამყოფი წყალია ხმელთაშუა ზღვამდე ე. ი. ატლანტიის ოკეანემდე ეგეის,მარმარილოს ზღვების დასავლეთით ევროპაა საბერძნეთით წყებული, აღმოსავლეთით და სამხრეთით ამ წყალგამყოფი ხაზიდან ა კი აზიაა , თურქეთით წყებული ინდეთის ოკეანემდე სამხრეთით და წყნარამდე აღმოსავლეთით.თურქეთი მარტო ისტამბულითაა ევროპაში.ხოლო მცირე კავკასიის ქედის ქვემოდან სასომხეთზე პირობითად გადის ევრაზიის სამრეთ ზღვარი რადგნ კასპიის და შავი ზღვა ოდესღაც ერთიანი წყალგამყოფი ზოლი იყო სამხრეთიდან ევროპისა აზიისგან.....
Saqartvelo lamazo
02 აგვისტო 2019 21:09
0
ყველა გამოხმაურება
აი პატროიტი გენიოსი! ან ჭამა რა იცი, ან საქართველის ისტორია სად წაიკითხე, რატომ აქვეყნებთ ყველა უწიგნურთან ინტერვიუს?
zaza
01 აგვისტო 2019 20:16
6
რა სისულელეა. ბევრგან მიმგზავრია და ევროპაშიც და აზიაშიც. მარტივად გეტყვით განსხვავებას. აზიაში სტიმართმოყვარეობა საერთოდ არ მიგრძვნია, ევროპაში პირიქით ყველამ თბილად მიმიღო. საერთოდ არ ვგავართ არც აზიელებს და არც ახლო აღმოსავლეთის ხალხს. საიდან მოიტანა ეს სისულელე? საქართველო ყოველთვის ევროპა იყო, ამაში ცუდი რა არის? ან ვინ ამბობს რომ აზია ცუდია? უბრალოდ არც კულტურულად არც პოლიტიკურად, არც სოციალურად არ ვართ აზია. ამავე დროს ვართ ძალიან გამორჩეული ქვეყანა მთელ მსოფლიოში. ამჟამად ვცხოვრობ საბერძნეთის ერთერთ კუნძულზე (ოცდამეათე ქვეყანაა საბერძნეთი ჩემთვის) და ერთი სული მაქვს როდის დავბრუნდები და ისევ დავაგემოვნებ საუკეთესო სამზარეულოს მსოფლიოში, ქართულ სამზარეულოს.
თემო
01 აგვისტო 2019 20:17
3
ეეეჰ, არ დაგეკარგოთ არსად აზია-ურუსეთი...ვერ წადი მერე თავის დროზე აზიასა და ურუსეთში სათამაშოდ ?! რა გინდოდა ევროპულ კლუბებში ...ოჯახიც, მეგობრობაც, თავისუფლება, პასუხისმგებლობა, სამართლიანობა, ინდივიდუალიზმი, ნიჭისა და შემოქმედი ბუნების გამოვლენა-განვითარებისაკენ მისწრაფება, თანადგომა, მზრუნველობა, ადამიანის ღირსების აღიარება და დაცვა ...ევროპაში რომ არის -ისე უნდა და ამიტომ შეიქმნეს ყველაზე წარმატებული თანამედროვე ეპოქაში - არა აზიური კოლექტივიზმი და მით ავტორიტარულ- კლანურ- კასტური ყოფა და მით ამბიციურობა!
გლახუნა
01 აგვისტო 2019 20:17
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული