შენგელიას ორი ულამაზესი გოლი და კარიკარის ყუმბარისებური - "დინამომ" "გაბალა" გაანადგურა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ფოტო: fcdinamo.ge

1-ელ აგვისტოს, ევროპა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო მატჩში თბილისის "დინამომ" "გაბალას" 3:0 სძლია.

პირველ შეხვედრაში "დინამომ" მეტოქე აშკარად დაჯაბნა, 2:0 მოუგო და წყვილში გამარჯვებულის ვინაობა პრაქტიკულად აზერბაიჯანშივე გადაწყვიტა.

ყველა ტურნირზე "დინამომ" ზედიზედ 10 მატჩში იმარჯვა, საუკეთესო ფორმაშია და დღევანდელ შეხვედრაში პირველი სახიფათო მომენტი შექმნა - კუხიანიძის დარტყმული ბურთი მეტოქის მცველს მოხვდა და კარს ოდნავ ასცდა. მერე შენგელიას მეკარე ნაზიროვმა არ დაანება გოლის გატანა. მოკლედ, გუნდებს შორის კლასში სხვაობა თავიდანვე თვალშისაცემი გახდა.

შემდეგ ტრავმები იაშვილმა და ზუნიჩმა მიიღეს
(ეს უკანასკნელი საავადმყოფოში გახდა გადასაყვანი). პაუზის მერე თამაშის ტემპი ოდნავ დაეცა და პირველი ტაიმი უგოლოდ დასრულდა.

მეორე ტაიმი მასპინძელთა სწრაფი შეტევებით დაიწყო და სტუმართა გოლკიპერმა კუტალიასა და ქავთარაძის დარტყმული ბურთები მოიგერია.

თამაშს "დინამო" სრულად აკონტროლებდა, მატჩი მისთვის სასურველი სცენარით მიმდინარეობდა და შენგელიას დარტყმული მეკარემ მოიგერია.

68-ე წუთზე კი შენგელიამ ბრწყინვალე დრიბლინგის შემდეგ ანგარიში გახსნა. შემდეგ შეცვლაზე შესულმა კარიკარიმ ორი მომენტი ვერ გამოიყენა, დაფემაც და 88-ე წუთზე შენგელიამ თქვენი მოწონებული გოლი გაიტანა. ბოლოს კარიკარიმაც დალაშქრა მეტოქის კარი და 3:0.

"დინამომ" "გაბალას" ბარიერი უპრობლემოდ გადალახა და მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე "ფეიენოორდს" დაუპირისპირდება - პირველი მატჩი 8 აგვისტოს როტერდამში გაიმართება, ხოლო საპასუხო - 15 აგვისტოს თბილისში.

თბილისი. "დინამო არენა"
დინამო - გაბალა 3:0
გოლები: 1:0 შენგელია (68), 2:0 შენგელია (88), 3:0 კარიკარი (90+3)

დინამო: პერალესი, მონხილი, კობოური, იაშვილი (რუხაია 36), პაპავა, კუხიანიძე, ქიმაძე, ნინუა, ქავთარაძე (დაფე 70), შენგელია, კუტალია (კარიკარი 77)

გაბალა: ნაზიროვი, სეიდიევი, ზუნიჩი (გულიევი 40), რამალდანოვი, ალიევი, ვოლკოვი, ბაუკე, მამადოვი, კუაკუ, ლოპესი (ისკანდაროვი 71), გიგაური

მკითხველის კომენტარები / 20 /
გაბალამ ითამაშა სუსტად თითქოს სავარჯიშოდ იყვნენ გამოსულები დინამოს თავისუფლად გადაადგილების საშუალებას აძლევდნენ,სულ ეს არის,თუ არა და ფეინოორდთან გამოჩნდება.
maxo
02 აგვისტო 2019 15:06
0
Saqartvelos nakrebs ukve sami dzlieri fexburteli yavs, esenia: chakvetadze, kvaracxelia da shengelia. Madloba Roman fifias
Si
02 აგვისტო 2019 14:12
0
ვულოცავ დინამოს გამარჯვებას და ლამაზ გოლებს,მაგრამ დაცვას გაძლიერება უნდა,თუმცა უკვე გვიანია.კარიკარმა მეორე გოლზე,საგოლე გადაცემა გაუკეთა და ამაზე არავინ ამბობს,17 წუთში გოლი და პასი,მშვენიერი შედეგია
სოსო
02 აგვისტო 2019 12:04
0
მე მგონი კარიკარი ქავთარაძის ადგილზეა დასაყენებელი, ძალიან ინერტულად მეჩვენება ქავთარაძე, ნაკლებად ამწვავებს მარცხენა ფლანგს
მინდია
02 აგვისტო 2019 11:37
2
ყველა გოლზე ის სამხედრო ფორმიანი კაცი ტრიბუნებისკენ რატო იყურება კაცო?პირიქით რო იყუროს ვერა?
დ.გ
02 აგვისტო 2019 11:00
1
შენგელიას ნაკრებში რატო არ იძახებენ ვერ გავიგე არ არის ეს ბიჭი ღირსი ნაკრების?
giorgi
02 აგვისტო 2019 10:53
2
ეს შენგელია რა გვყოლია კაცოო!!! აღფრთოვანებული ვარ! ახლა ცოტა მიკლია და ვიტყვი, რომ დიდებულ რამაზ შენგელიაზე მაგარია! მეორე ბურთი რომ გაიტანა, აი იმაზე მესიც სიამოვნებით მოაწერდა ხელს! ძალიან გახარებული ვარ!!!
aburjga
02 აგვისტო 2019 10:47
2
ვულოცავთ ჩვენს დინამოს კარგ და დამსახურებულ მოგებას! ეს ერთი და სხვა მრავალი! შემდეგ ეტაპზე მარტო გამარჯვება, სხვა ვარიანტი არ განიხილება!
ნონა
02 აგვისტო 2019 10:43
1
რა უსამართლობაა, გაბალამ "სუსტ დინამოსთან" ისევ წააგო. ეს ალბათ სპეციალურად გააკეთეს როტერდამში ჩასვლა არ უნდოდათ, შევრცხვებითო.

ახლა სერიოზულად
ყველას გილოცავთ დინამოს გამარჯვებას, ვინც საქრთველოს გულშემატკივრობთ, ბიჭებმა კარგად ითამაშეს
თუმცა მოყვარეს პირში უძრახეო. დაცვაში ხშირია ბავშვური შეცდომები და ფეინოორდი კი გაბალა არ არის რომ მასეთი შეცდომები გვაპატიოს. მეტი ყრადღება და კონცენტრაციაა საჭირო.
არ დაივიწყოთ, როცა ევროსარბიელზე გადიხართ თქვენ საქართველოს წარმოადგენთ და არა რომელიმე კლუბს.
დაშლილმა ტორპედომ კინაღამ მოუგო ორდაბასს და მადლობა მათ.
საჩხერემ გუშინ პირველად წააგო დიდი ანგარიშით და გული დამწყდა.
წააგო საბურთალომ, მაგრამ მაქსიმალურად იბრძოლეს ბიჭებმა და თავს ზემოთ ძალა არ არის.
დინამო ჯერჯერობით კარგად მიდის, მაგრამ მეტი გვინდა. ფეინოორდი გამოაგდეთთქო ვერ მოგთხოვთ, მაგრამ არ მეწყინება :) თუ ვერ მოუგებთ ღირსება არ დაკარგოთ. იბრძოლეთ ბოლომდე და რა იცი რა ხდება.

ყველას წარმატებას გისურვებთ.
ტორპედო ქუთაისი
02 აგვისტო 2019 08:28
0
სამივე მაგარი გოლი გაიტანეს ბიჭებმა, შენგელიას პირველ გოლზე შეგეძლოთ უფრო კარგად დაგეწერათ, მხოლოდ დრიბლინგი კი არა ნახევარი გაბალას ფეხბურთელები მოატყუა და მარცხენა დაბალ კუთხეში აუღეელო დარტყმით გაუშვა ბურთი
სააკაძე
02 აგვისტო 2019 07:34
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული