
თბილისის "დინამოსთან" ევროპა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო მატჩში "გაბალას" 0:3 წაგება მტკივნეულად აღიქვა azerifootball.com-მა:
"გაბალამ" საქართველოში აზერბაიჯანული ფეხბურთი შეარცხვინა
თბილისის "დინამომ" ნება-ნება თამაშით "გაბალას" 3 გოლი შეუგდო და შემდეგ ეტაპზე ადვილად გავიდა.
ჩვენ იძულებულნი ვართ, ფაქტის კონსტანტირება მოვახდინოთ - "გაბალას" ხელმძღვანელობამ და მთავარმა მწვრთნელმა დამარცხებით აზერბაიჯანი უბრალოდ შეარცხვინეს.
ახლა თავის მართლებას და პასუხისმგებლობისაგან თავის არიდებას დაიწყებენ, რომელთა დაჯერება არ ღირს!"