პირველ აგვისტოს, ევროპა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო მატჩში "ჩიხურა" სტუმრად "აბერდინთან" 0:5 დამარცხდა და გათამაშებას გამოეთიშა.
მატჩის დასაწყისში "ჩიხურამ" კარგი მომენტი ვერ გამოიყენა, შემდეგ კი კოსგროუის დარტყმული ბურთი რიკოშეტით ჰამზიჩის კარში გავიდა. მე-20 წუთზე კოსგროუიმ დუბლი შეასრულა - მარჯვენა ფლანგიდან ცენტრში აწეულ ბურთს თავურით საჩხერელთა კარის ბადეში მიუჩინა ადგილი და ყველაფერი დასრულდა.
შესვენების შემდეგ მასპინძლებმა კიდევ სამი გოლი გაიტანეს და დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვეს.
აბერდინი."პიტორდი"
აბერდინი - ჩიხურა 5:0
გოლები: 1:0 კოსგროუი (9), 2:0 კოსგროუი (20), 3:0 ლი (58), 4:0 რაიტი
(64), 5:0 კოსგროუი (80)
აბერდინი: ლუისი, ლოგანი, ლი (კემპბელი 67), კონსაიდინი, მაქქენა, მაქკინი (რაიტი 62), ჰეიჯსი, კოსგროუი (ანდერსონი 82), ფერგიუსონი, გალაჰერი, ოჯო
ჩიხურა: ჰამზიჩი, ჩიტეიშვილი (მარკოზაშვილი 52), მაისაშვილი, კორიფაძე, კაშია, მამასახლისი, ლექვთაძე, ერგემლიძე (ჩიხლაძე 72), დეკანოიძე (ფანცულაია 52), ჩიკვაიძე, სარდალიშვილი