"ჩიხურა" "აბერდინთან" განადგურდა და ევროპა ლიგის გათამაშებას გამოეთიშა

AutoSharing Option
პირველ აგვისტოს, ევროპა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო მატჩში "ჩიხურა" სტუმრად "აბერდინთან" 0:5 დამარცხდა და გათამაშებას გამოეთიშა.

მატჩის დასაწყისში "ჩიხურამ" კარგი მომენტი ვერ გამოიყენა, შემდეგ კი კოსგროუის დარტყმული ბურთი რიკოშეტით ჰამზიჩის კარში გავიდა. მე-20 წუთზე  კოსგროუიმ დუბლი შეასრულა - მარჯვენა ფლანგიდან ცენტრში აწეულ ბურთს თავურით საჩხერელთა კარის ბადეში მიუჩინა ადგილი და ყველაფერი დასრულდა.

შესვენების შემდეგ მასპინძლებმა კიდევ სამი გოლი გაიტანეს და დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვეს.

აბერდინი."პიტორდი"
აბერდინი - ჩიხურა 5:0
გოლები: 1:0 კოსგროუი (9), 2:0 კოსგროუი (20), 3:0 ლი (58), 4:0 რაიტი
(64), 5:0 კოსგროუი (80)

აბერდინი: ლუისი, ლოგანი, ლი (კემპბელი 67), კონსაიდინი, მაქქენა, მაქკინი (რაიტი 62), ჰეიჯსი, კოსგროუი (ანდერსონი 82), ფერგიუსონი, გალაჰერი, ოჯო

ჩიხურა: ჰამზიჩი, ჩიტეიშვილი (მარკოზაშვილი 52), მაისაშვილი, კორიფაძე, კაშია, მამასახლისი, ლექვთაძე, ერგემლიძე (ჩიხლაძე 72), დეკანოიძე (ფანცულაია 52), ჩიკვაიძე, სარდალიშვილი

მკითხველის კომენტარები / 15 /
სამწუხაროდ მართლაც სოფლის გუნდის თამაშის ხარისხით, ამდენი თამაში ჩატარდა დღეს, გუშინ და 5 ბურთით არავის წაუგია მეტს.
gio
02 აგვისტო 2019 01:32
4
ეს ჩიხურას მწვრთნელი ღვინოს მაინც რას ერჩოდა, რომ იბრიქებოდა, ვნახოთ თქვენი ვისკი აჯობებს თუ ჩვენი შავი ღვინოო. წაგებაც არის და წაგებაც! ასე არ უნდა განადგურდე თუ თავმოყვარეობა გაგაჩნია
დავით 67
02 აგვისტო 2019 01:10
6
სოფლის გუნდი ამათთვის კომპლიმენტი იყო და რა ამბავი ატეხეს ჭურნალისტებმა და ვაი-ფანებმა! მამაო მაინც წაგეყვანათ 3:0-ს წააგებდით. რისთვის ჩახვედით 4 დღით ადრე??? აბერდინის დონის გუნდთან რომ ასე წააგებ, სამარცხვინო ხარ. სოფლის გუნდი კი არა, გუნდი არა ხარ!!
odala
02 აგვისტო 2019 00:47
25

სიახლეები პოპულარული