ფელის ვისენტე: "ფეიენოორდისთვის" მაქსიმალურად ვემზადებით, ამ მატჩს ყველა ელოდება

AutoSharing Option
ევროპა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო მატჩში "გაბალას" დამარცხების (3:0) შემდეგ თბილისის "დინამოს" მწვრთნელმა ფელის ვისენტემ პრესკონფერენცია გამართა.

"მინდა მივულოცო არა მარტო ჩვენს ფეხბურთელებს, არამედ მთელ სტაფს. არაფერი განსაკუთრებული შესვენებაზე ბიჭებისთვის არ გვითქვამს. ისინი თავად იყვნენ ასეთ განწყობაზე.

ხაზგასმით მინდა ვთქვა, რომ ბოლო პერიოდში ყველაზე კარგი მატჩი ჩავატარეთ და კიდევ ერთხელ შევინახეთ კარი მშრალად.

ის, რომ გოლი არ გაგვიშვია, გუნდური თამაშის შედეგია. ეს თავდასხმიდან იწყება და მეკარით მთავრდება.

"ფეიენოორდთან" თამაშისთვის მაქსიმალურად მოვემზადებით. ყველა ფეხბურთელი ელოდება ამ შეხვედრას, თუმცა ახლა "ლოკომოტივთან"
თამაშია უმნიშვნელოვანესი.

ლევან შენგელიამ დღეს ფანტასტიკური შეხვედრა ჩაატარა, ისევე, როგორც მთელმა გუნდმა.

"ფეიენოორდს" რაც შეეხება, ყველამ იცის, რომ ერთ-ერთი ევროპული გრანდია. ისტორია, რომელიც ამ ორ კლუბს აქვს, ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენი მიზანია, ნაბიჯ-ნაბიჯ მივყვეთ და წარმატებას ნელ-ნელა მივაღწიოთ.

ნოდარ იაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა როგორია, ამ დღეებში გამოჩნდება. ამის შემდეგ გადაწყდება, ითამაშებს თუ არა "ლოკომოტივთან". ამ შეხვედრამდე ვეცდებით, აღდგენა მოვასწროთ და საბრძოლო შემადგენლობით ვითამაშოთ.

კარიკარი ნელ-ნელა შედის ოპტიმალურ ფორმაში, ყველა ვარჯიშზე მაქსიმალურად იხარჯება. მაქსიმალურ დროს ვაძლევთ, რაც მის დღევანდელ მდგომარეობას შეესაბამება", - განაცხადა ვისენტემ.

თბილისის "დინამო" ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზეა, სადაც მისი მეტოქე როტერდამის "ფეიენოორდი" იქნება.

პირველი მატჩი 8 აგვისტოს ჰოლანდიაში გაიმართება.

altშენგელიას ორი ულამაზესი გოლი და კარიკარის ყუმბარისებური - "დინამომ" "გაბალა" გაანადგურა [VIDEO]

alt"გაბალას" მწვრთნელი: ამ შემადგენლობითაც შესაძლებელი იყო წარმატების მიღწევა

მკითხველის კომენტარები / 13 /
ფეიენოორდი გრანდია? ჰოლანდიაში შეიძლება, მარა ევროპის საშუალო დონეზეც არაა..
Vakhtang Lobzhanidze
02:34 02-08-2019
15
ფეინორდი გრანდი არანაირად არარის დღევანდელ დღეს შენ ხარ მასთან უპირობო აუთსაიდერი დღეს უბრალოდ და თავს იზღვევ რო კატასტროფის შემთხვევაში გაიმართლო რაღაცით თავი.დდ რა გრანდი გრანდი არა ტოროლა მაგ გუნდს ზენიტიც მოუგებს და შახტარიც თავისუფლად.ევროპული გრანდები არიან რეალი მილანი ლივერპული ბაიერნი და ას შემდეგ დდ
zaza
09:22 02-08-2019
5

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული