"აზერბაიჯანულ მედიაში არ შემხვედრია სტატია, სადაც "დინამოს" მიმართ დამაკნინებელი სიტყვები ეწერა"

AutoSharing Option
ევროპა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო მატჩში თბილისის "დინამოსთან" დამარცხების (0:3) შემდეგ "გაბალას" მწვრთნელმა ზაურ ჰაშიმოვმა პრესკონფერენციაზე შემდეგი განაცხადა:

"გუნდში საკმაოდ სერიოზული რეორგანიცაზიაა. ცვლილებებია ბიუჯეტში. ამან განაპირობა ეს შედეგი. თუმცა ამ შემადგენლობითაც შესაძლებელი იყო წარმატების მიღწევა. მეტოქე საკმაოდ ძლიერი იყო და აზერბაიჯანულ მედიაში არ შემხვედრია სტატია, სადაც "დინამოს" მიმართ დამაკნინებელი სიტყვები ეწერა.

რაც შეეხება ზუნიჩს, ქირურგიული ჩარევა დასჭირდა, მას მოტეხილობა აქვს. ოპერაცია, შესაძლოა, ამ წუთებშიც მიმდინარეობს. სასწრაფო დახმარების ექიმების მიერ დათვალიერების შემდეგ აღმოჩნდა, რომ მას ლოყის ქვედა ნაწილში აქვს მოტეხილობები",
- განაცხადა ზაურ ჰაშიმოვმა.

თბილისის "დინამო" ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზეა, სადაც მისი მეტოქე როტერდამის "ფეიენოორდი" იქნება.

პირველი მატჩი 8 აგვისტოს ჰოლანდიაში გაიმართება.

altთბილისის "დინამომ" "გაბალას" უპრობლემოდ სძლია და "ფეიენოორდთან" დაპირისპირება ელის [VIDEO]

altფელის ვისენტე: "ფეიენოორდისთვის" მაქსიმალურად ვემზადებით, ამ მატჩს ყველა ელოდება

მკითხველის კომენტარები / 12 /
ზუნიჩის გამო მართლა ვწუხვარ. ღმერთი დაეხმაროს. ვულოცავ გამარჯვებას დინამოს.
roma
00:53 02-08-2019
0
"ნავთობის"გუნდებით ამაყობენ გაყიდიან ნავთობს იყიდიან უცხოელ რამდენიმე ფეხბურთელს შეურევენ ერთიორ აზერ ფეხბურთელს გავლენ ევროპალიგის ჯგუფუურ ეტაპზე და გონიათ ფეხბურთი განავითარეს და კბენენ სხვებს. ნაკრები როგორიც ყავს ქვეყანას იმ დონის ფეხბურთია იქ!!
იაგო
09:16 02-08-2019
0

სიახლეები პოპულარული