ფოტო: facebook.com/FCChikhura/
საჩხერის "ჩიხურამ" ევროპა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო მატჩში აბერდინში ადგილობრივ კლუბთან ძალიან მტკივნეული მარცხი იწვნია. იმერლებს ასეთი ანგარიშით, ამხელა სხვაობით ევროთასებზე არასდროს წაუგიათ, თუმცა პირველ აგვისტოს მათი დღე არ იყო.
მიუხედავად იმისა, რომ გუნდმა 0:5 წააგო, ღირსება და სპორტული სული არ დაუკარგავს. ასეთი მდგომარეობაშიც იპოვეს ძალა და ენერგია, რომ გასახდელი დაესუფთავებინათ და სტადიონი ისე დაეტოვებინათ. ნაგავიც კი თავად საჩხერელებმა გადაყარეს. ალბათ, ბევრი გუნდი არ გააკეთებდა ამას, ვერც კი შეძლებდა ამაზე ფიქრს.
სამწუხაროა, რომ საჩხერული გუნდი ევროპა ლიგის
გუნდმა, რომელმაც თბილისში ვერაფრით გაგვაკვირვა, საკუთარ კედლებში საოცარი ფეხბურთი ითამაშა და შემდეგ ეტაპზეც გავიდა.
"ჩიხურა" კი ეროვნულ ლიგაზე გადაერთვება და შემდეგ შეხვედრას 11 აგვისტოს ბათუმის "დინამოსთან" გამართავს.