საჩხერელები დამარცხდნენ, მაგრამ ღირსება არ დაუკარგავთ - იხილეთ ფოტო გასახდელიდან [PHOTO]

AutoSharing Option
ფოტო: facebook.com/FCChikhura/

საჩხერის "ჩიხურამ" ევროპა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო მატჩში აბერდინში ადგილობრივ კლუბთან ძალიან მტკივნეული მარცხი იწვნია. იმერლებს ასეთი ანგარიშით, ამხელა სხვაობით ევროთასებზე არასდროს წაუგიათ, თუმცა პირველ აგვისტოს მათი დღე არ იყო.

მიუხედავად იმისა, რომ გუნდმა 0:5 წააგო, ღირსება და სპორტული სული არ დაუკარგავს. ასეთი მდგომარეობაშიც იპოვეს ძალა და ენერგია, რომ გასახდელი დაესუფთავებინათ და სტადიონი ისე დაეტოვებინათ. ნაგავიც კი თავად საჩხერელებმა გადაყარეს. ალბათ, ბევრი გუნდი არ გააკეთებდა ამას, ვერც კი შეძლებდა ამაზე ფიქრს.

Sportall.Ge

სამწუხაროა, რომ საჩხერული გუნდი ევროპა ლიგის
გათამაშებას გამოეთიშა, თუმცა თავს ზევით ძალა არაა.

გუნდმა, რომელმაც თბილისში ვერაფრით გაგვაკვირვა, საკუთარ კედლებში საოცარი ფეხბურთი ითამაშა და შემდეგ ეტაპზეც გავიდა.

"ჩიხურა" კი ეროვნულ ლიგაზე გადაერთვება და შემდეგ შეხვედრას 11 აგვისტოს ბათუმის "დინამოსთან" გამართავს.

მკითხველის კომენტარები / 23 /
Farerebis gundma dinamoStan tagebis shemdeg datkrialebuli datoves gasaxdeli Tbilishi. Chixuras kargi magaliti augia, kargia ragazas vstavlobt evropelebidan.
Nichieri
02 აგვისტო 2019 20:18
0
რუსეთმა რა ერედივიზიონიც ჩამოიტოვა კარგად გამოჩნდა ტულის არსენალის ბაქოს ნეფთჩისთან გაპარჩაგებით.დდდ არ მითხრა ახლა სამაგიეროთ ზენიტი და ცსკა ჯობია აიაქსსო.დდ
Shota-ს
02 აგვისტო 2019 19:23
0
რა გული უნდა გქონდეს 5:0 წააგო და მერე გასახდელი დაულაგო, ალბათ გულთან არც მიუტანიაათ წაგება…..
x.
02 აგვისტო 2019 18:09
3
ისეთი თამაშები გველოდება სირცხვილზე გელაპარაკათ და არა ღირსებაზე აჯობებდა
შოკირებული გულშემატკივარი
02 აგვისტო 2019 16:15
0
დამარცხდნენ, მაგრამ ღირსება არ დაუკარგავთ
შოკირებული გულშემატკივარი
02 აგვისტო 2019 16:13
1
კეთილშობილი საქციელია, მაგრამ ღირსება მანდ საკმაოდ ცოტაა, რადგან 5-0-ს რომ დამარცხდები, მანდ ბევრ ღირსებაზე ვერც იქნება ლაპარაკი.
rasa
02 აგვისტო 2019 16:05
5
ერთი ანეგდოტი გამახსენდა: მოვუქნიე მუშტი და დევეცი ვაჯკაცურადო!! ისეა ჩიხურას საქმე.
ბადრი
02 აგვისტო 2019 15:59
3
ხოდა რაც ყველაზე კარგად გვეხერხება ის საქმე ვაკეთოთ და ფეხბურთს თავი დავანებოთ, დალაგება რომ ყველაფერზე კარგად გამოგვდის სამწუხაროთ ეს უკვე ცნობილი ფაქტია მსოფლიოში, და ქურდობა კიდევ...
au
02 აგვისტო 2019 13:52
12
0-5 წაგებას რა ქვია აბა? აბერდინი არაა ის გუნდი რომ 0-5 წააგო)) სირცხვილია ასე წაგება აბერდინთან. გასახდელი კი სუფთად რომ უნდა დატოვო ამის კულტურა ყოველთვის უნდა გქონდეს, ადამიანი თუ ხარ.
Geo_Dinamo
02 აგვისტო 2019 13:28
1
ჩემი აზრით ამ ანგარიშით რომ წააგებ საფეხბურთო ღირსება აყრილი გაქვს,თუ სხვა ღირსების აყრის საფრთხე ემუქრებოდა საჩხერეს კიდევ ეგ არ ვიცი...
ვახო
02 აგვისტო 2019 13:10
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული